1. კლუბის მიზანია მოსწავლეებში სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოსწავლეების სპორტული შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა.
2. კლუბის ფუნქციებია:
ა) სპორტული შეჯიბრებების, მარათონებისა და მატჩების ორგანიზება;
ბ) სხვადასხვა სპორტული მიმართულებით სკოლის ნაკრების დაკომპლექტება და მათი მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის;
გ) მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
დ) სკოლის სპორტული ინვენტარის განკარგვა კლუბის მიზნებიდან გამომდინარე (სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით);
ე) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.