შაბათის სკოლა

კომაროვის სკოლაში უკვე 20  წელია ფუნქციონირებს შაბათის სკოლა. “შაბათის სკოლამ” ბევრი ცვლილება განიცადა წლების განმავლობაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მათემატიკისა და  ლოგიკის მიმართულების სკოლად მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.

„შაბათის სკოლის“  გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

თითო ჯგუფში 17-20 მოსწავლემდეა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შესაძლებელი იყოს ყველა მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა, მასწავლებლები ზრუნავენ იმაზე, რომ არცერთი საგაკვეთილო თემა არ დარჩეს გაუგებარი.  მე-3-მე-4 კლასელების მასწავლებლები თამაშის პრინციპით ასწავლიან მათემატიკას, რაც უადვილებს მოსწავლეს ამ საგნების აღქმას. ეს აპრობირებული მეთოდია მსოფლიო საგანმანათლებლო პრაქტიკაში და შედეგებიც ამ მხრივ სასარგებლოა. ეს მეთოდი ქმნის კარგ გარემოს გაკვეთილზე და ბავშვებიც სიხარულით ითვისებენ ახალ მასალას.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, კომაროვის სკოლას აქვს ყველა კლასისთვის სპეციალური კრებული, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან ამოკრებილი ამოცანები. ასევე წლების განმავლობაში კომაროვის მასწავლებლების მიერ შექმნილი ამოცანები. 

კრებული გაყიდვაში არ არის, ის უსასყიდლოდ გადაეცემა „შაბათის სკოლის” მოსწავლეებს.

 

შაბათის სკოლის ერთი სასწავლო წელი შედგება 3 მოდულისგან.

ერთი მოდული მოიცავს 12 გაკვეთილს და ყოველი მოდულის ბოლოს მოსწავლეებს უტარდებათ შემაჯამებელი წერები.

 

ზემოთ