·       ვისთვის არის პანსიონი განკუთვნილი?

            პანსიონი ემსახურება იმ კომაროველ მოსწავლეებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილიც თბილისში არ არის.

·       უფასოა თუ არა პანსიონით სარგებლობა?

            კომაროვის სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად უზრუნვლეყოფს სრულიად უფასო მომსახურებას.

·       რა მომსახურებას სთავაზობს პანსიონი მოსწავლეებს?

            პანსიონი უზრუნველყოფს მოსწავლეებს საცხოვრებელი ადგილით, კვებითა და განვითარებისთვის ხელსაყრელი უსაფრთხო გარემოთი.

·       როგორია პანსიონელის კვება?

            მენიუ ორ კვირაში ერთხელ მეორდება, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას. ჯამში პანსიონი საკუთარ აღსაზრდელებს 149 დასახელების კერძს სთავაზობს, მათ შორის: ხორცს (საქონლისა თუ ქათმის), რძის პროდუქტებს (იოგურტი, რძე, კარაქი და სხვ.), სხვადასხვა დასახელების ბოსტნეულს, პურ-ფუნთუშეულს, თხილს, ჩირსა და ხილს. ჩვენს სასადილოში მოქმედებს 5-ჯერადი კვების რეჟიმი.

·       როგორ მეცადინეობენ პანსიონელი მოსწავლეები?

            დღის განმავლობაში პანსიონში მოქმედებს სააღმზრდელო საათის ინსტიტუტი. საშუალოდ 3 საათის განმავლობაში მთელ შენობაში სრული სიჩუმეა და ყველა მოსწავლე საკუთარ ოთახში მეცადინეობს. ამასთან, პანსიონი დამატებითაც უზრუნველყოფს სწავლისთვის ადეკვატური გარემოს შეთავაზებას იმ მოწაფეებისათვის, ვისაც დამატებით აქვთ სურვილი ისწავლონ.

·       როგორია ძილის რეჟიმი?

            მოსწავლეები 23:30წთ-დან არიან საკუთარ ოთახებში. პანსიონში სრული სიჩუმეა, რაც დაძინებისთვის ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს ყველა მოსწავლეს. თუმცა, მათ ვისაც დამატებით აქვს სამეცადინო შეუძლია გააგრძელოს საქმიანობა წინასწარ შერჩეულ სივრცეში.

·       როგორ ატარებენ პანსიონელი მოსწავლეები თავისუფალ დროს?

            პანსიონის აღსაზრდელებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სკოლის ტერიტორიაზე არსებული კომპიუტერული ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, ფეხბურთის სტადიონითა თუ ჩოგბურთის კორტით. პანსიონი მოსწავლეებს განტვირთვისთვის აუცილებელ პირობებსაც უქმნის. მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაესწრნონ კინოსეანსებს, თეატრებსა თუ სხვა გასართობ ღონისძიებებს.

·       რა პირობებში შეუძლიათ მოსწავლეებს პანსიონის ტერიტორიის დატოვება?

            მშობლის წინასწარი ნებართვის მოსწავლეს შეუძლია დატოვოს პანსიონი. მოსწავლის გადაადგილებას აკონტროლებს აღმზრდელთა გუნდი.

ზემოთ