კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 19 ივლისს ჩატარდება!
გამოცდის ჩატარების ადგილი:
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ).
ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png
მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ტესტირებაზე რეგისტრაცია - 09:00 საათიდან დაიწყება;
ტესტირება დაიწყება: 10:00 საათზე.
რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეები საგამოცდო ცენტრთან 09:00 საათზე უნდა
გამოცხადდნენ და თან იქონიონ სკოლის დირექტორის მიერ გაცემული
ფოტოსურათიანი ცნობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(შესაძლებელია პასპორტი ან ID ბარათი).
გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
· საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
· აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას
იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
ტესტის სტრუქტურა:
· ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
· 19 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
· 6 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით, შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).
· ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.
გამოცდაზე ქცევის წესების სანახავად გადადით ბმულზე
მე -7 კლასში მისაღები გამოცდით სკოლაში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 126 მოსწავლე. აგრეთვე, ის მოსწავლე, რომლის ქულაც დაემთხვევა რეიტინგით 126-ე მოსწავლის შედეგს
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
· მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
· გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელმაც 2024-2025 სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.
კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა 24 ივლისს, ხოლო მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა 25 ივლისს ჩატარდება!
კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება - 24 ივლისს.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა ჩატარდება - 25 ივლისს.
გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება- 08:00 საათიდან
გამოცდა დაიწყება - 09:00 საათზე
გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათმატიკის N199 საჯარო სკოლა (მისამართი: ვაჟა-ფშაველას N49).
გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლისმიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა
უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
გამოცდის ფორმატი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-8 კლასში მისაღებ მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი:
პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.
ტესტში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის აგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.
პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილეთ ვებ გვერდზე:
საკონკურსო პირობები
მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 11 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-11 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.
მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 27 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 27-ე შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-5 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 2 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-2 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
გაითვალისწინეთ:
მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ
2024-25 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2024-25 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და
ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში
ექნება 5.
მოსწავლემ, რომელმაც 2024-2025 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე, რომელმაც სხვადასხვა დროს ორჯერ ვერ დაძლია
კომაროვის სკოლის კლასიდან კლასში გადასვლის ბარიერი.
შეგახსენებთ!
რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია კომაროვის სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11
კლასებში მისაღებ გამოცდებზე, როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე:
· ონლაინ რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 18 ივლისის ჩათვლით
(რეგისტრაცია შეწყდება 18 ივლისს, 18:00 საათზე).
ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია შესაძლებელია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ასევე 18 ივლისის ჩათვლით (რეგისტრაცის შეწყდება 18 ივლისს 17:00 საათზე).
გაითვალისწინეთ:
იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024 - 2025 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, ასევე საღამოს სკოლის მოსწავლეებს, საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ. მათ დაარეგისტრირებს სკოლა.
ამ მოსწავლეებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ მისაღებ გამოცდაზე.
დეტალური ინფორმაცია მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ იხილეთ აქ.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!