სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილებია:
სკოლის მისია;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზნები და ამოცანები სწავლების საფეხურების მიხედვით;
სასწავლო კალენდარი;
დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამა;
საგნობრივი კათედრების მუშაობის პრინციპები;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები, რომლებიც
განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა;
ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათ შორის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
საგნის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულის შემადგენელი კომპონენტები;
კლასის დაძლევა და მომდევნო კლასში გადაყვანა;
გაცდენები;
სასკოლო საათობრივი ბადე.