• 2024 წლის 20 და 21 მაისს, კომაროვის სკოლის 7ედა 7ზ კლასებში ზრუნვის მენეჯერის მაია გესლაიძის მიერ დაიგეგმა და ჩატარდა ღია გაკვეთილი ფინედუს Finedu (www.finedu.gov.ge) - კონკურსის ფარგლებში "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით" განხილულ იქნა ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს "საბრალონიდან", ანა ფრანკის დღიურებიდან“ და ზაირა არსენიშვილის „ვა... სოფელოდან“. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბიუჯეტის მთავარ კრიტერიუმებზე, სახელმწიფოს, კომპანიის, პირადი ბიუჯეტის აუცილებლობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლისა და ხარჯის რეგულირება, ბალანსის დაცვა, დანაზოგის აუცილებლობა. გამხილულ იქნა საბაზრო ეკონომიკის საკითხები, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, ფასის რეგულირება, დეფიციტი და პროფიციტი. იმსჯელეს, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები ბაზარზე, რა უწყობს და რა უშლის ხელს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, რამდენად აუცილებელია თავისუფალი კონკურენცია ბაზრის რეგულირებისთვის.

  • ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ლია გოგოხიასა და მაია მენთეშაშვილის მიერ შესრულებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების კვლევის ფარგლებში შესრულებული ნაშრომი „ინგლისური ენის სწავლების საკითხები“ (სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები) იხ. მისამართზე:  https://liagogokhia.files.wordpress.com/2019/04/e18399e18395e1839ae18394e18395e18390-1-e18394e1839ae18394e183a5e183a7e183a0e1839de1839ce183a3e1839ae18398.pdf

ზემოთ