სკოლის მისია

აღმოაჩინოს მათემატიკური უნარებით გამორჩეული მოსწავლეები საქართველოში და აღზარდოს მომავალი ლიდერები.

 

სკოლის სტრატეგიული განაცხადი:

 

 მისცეს მოსწავლეებს მაღალი ხარისხის პროფილური განათლების მიღების

შესაძლებლობა;

 დაეხმაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და მუშაობის უნარის

გამომუშავებაში;

 მოსწავლეებს ადრეულ ასაკში გააცნოს მეცნიერული მუშაობის მეთოდები;

 მოსწავლეებს განუვითაროს კრიტიკული აზროვნების უნარი;

 მოსწავლეებში გააღრმავოს მიზანდასახულობა, თვითრეალიზაციის სურვილი,

მოტივაცია;

 გამოუმუშავოს მოსწავლეებს სირთულეების გადალახვის უნარი;

 ხელი შეუწყოს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით სასკოლო

სწავლების მეთოდებისა და მიდგომების განვითარებას.

ზემოთ