მოსწავლეზე ზრუნვის სამსახური


ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შევუქმნათ  ინტელექტუალური და სოციალური განვითარებისთვის ეფექტური გარემო. სწორედ ამ მიზნით 2015 წლიდან  სკოლაში შეიქმნა მოსწავლეზე ზრუნვის სამსახური.  

სამსახურის მიზანია სკოლაში უსაფრთხო, დაცული, ჰუმანური, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს უზრუნველყოფა. მოსწავლეზე ზრუნვის სამსახური ხელმძღვანელობს მულტიდისციპლინური მიდგომით და აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან, მშობლებთან/მეურვეებთან, ზრუნვის მენეჯერებთან, საგნის მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან. 

სამსახურის გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს  სკოლაში წარმოქმნილი სოციალური და პიროვნული პრობლემების იდენტიფიცირება/ანალიზს, რის საფუძველზეც იგეგმება და ხორციელდება ინტერვენცია. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები სარგებლობენ ფსიქოლოგის კონსულტაციით. 

ჯანსაღი სააღმზრდელო გარემოს უზრუნველსაყოფად, ზრუნვის სამსახურის მიერ, სისტემატურად ტარდება პრევენციული ღონისძიებები, ასევე მოსწავლეთა და  სკოლის თანამშრომელთა ფსიქო-განათლება. 

 

მოსწავლეზე ზრუნვის სამსახური მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • ფსიქოკონსულტირება
  • სოციალური უნარების ტრენინგი მოსწავლეებისთვის
  • სასკოლო გარემოში წარმოქმნილი რთული შემთხვევების მართვა 
  • პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება 
  • ფსიქო-საგანმანათლებლო ტრენინგები და ა.შ.

სერვისებით სარგებლობა შეუძლია კომაროვის სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელს/მეურვეს და სკოლის თანამშრომელს. 

 

ზრუნვის მენეჯერები

 

მოსწავლეებზე ზრუნვის და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით 2019 წლიდან სკოლაში ამუშავდა ზრუნვის მენეჯერების პროგრამა. თითოეული ზრუნვის მენეჯერი მუშაობს არაუმეტეს ორ კლასთან და მონაწილეობას იღებს მოსწავლეების ინტელექტუალური და სოციალური განვითარებისთვის ეფექტური გარემოს შექმნაში.  ყოველდღიურ რეჟიმში თვალყურს ადევნებს მოსწავლეების აკადემიურ, ქცევით და ემოციურ მდგომარეობას. თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლას შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.  

ასევე, ზრუნვის მენეჯერების მუშაობის მიზანია მოსწავლის პიროვნული თავისებურებების გამოვლენა და სასკოლო სივრცეში მათი რეალიზების ხელშეწყობა.

 

 


 

ზემოთ