კომაროვის სკოლას გააჩნია საკუთარი საერთო საცხოვრებელი, რომლის მიზანს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ ნიჭიერ მოსწავლეთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. პანსიონში, წლის განმავლობაში, საშუალოდ 100 მოსწავლე ცხოვრობს. ერთ ოთახში კი არაუმეტეს 3 მოსწავლისა ცხოვრობს, თუმცა, საშუალოდ 2 მოსწავლე არის მიმდინარე ტრენდი. საერთო საცხოვრებელში დამრჩენი მოწაფეების სქესი შეზღუდული არ არის. კომაროვის საერთო საცხოვრებელი ემსახურება, როგორც ბიჭებს ასევე გოგონებს. ამასთან, პანსიონი უზრუნველყოფს ბიჭებისა და გოგონების სხვადასხვა სივრცეებში იმგვარად განთავსებას, რომ დაცული იყოს აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესები. საერთო საცხოვრებლით სარგებლობა მხოლოდ თბილისის გარეთ მცხოვრებ მოსწავლეებს შეუძლიათ, შესაბამისად, კომაროვის სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით ზრდის ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას. 


საერთო საცხოვრებლის დაფინანსების ორი მსხვილი წყარო არსებობს - განათლების სამინისტრო და სკოლის ეკონომიკური საქმიანობისგან (შაბათის და საღამოს სკოლები და სხვ.) მიღებული შემოსავლები. თბილისელ და რეგიონელ მოსწავლეებს შორის თანაბარი კონკურენციის პირობების შექმნის მიზნით, სკოლის პანსიონი სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება საკუთარ აღსაზრდელებს. უფასოა, არა მარტო ცხოვრება, არამედ კვება და სხვა ყველა სერვისი, რომელსაც კომაროვის საერთო საცხოვრებელი სთავაზობს საკუთარ აღსაზრდელებს.


საერთო საცხოვრებელში მუშაობს აღმზრდელების მაღალპროფესიული გუნდი. ისინი ეხმარებიან მოსწავლეებს დღის რეჟიმის დაცვაში. დაბალ კლასელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ აღმზრდელების დახმარებით გაეცნონ თბილისს, რაც მათი სოციალიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია. დამატებით, აღმზრდელები თვალს ადევნებენ და მკაცრად აკონტროლებენ მოსწავლეთა მიერ საერთო საცხოვრებლის ტერიტორიის დატოვების ფაქტებს. შენიშნეთ, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საერთო საცხოვრებლის ტერიტორიის დატოვება მხოლოდ მშობლის წინასწარი ნებართვითაა შესაძლებელი. საბოლოოდ, პანსიონის გუნდის მიზანია წესრიგის დაცვა და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების უსაფრთხოებასა და განვითარებას.

ზემოთ