დაიბადა 1986 წლის 19 იანვარს, ქალაქ თბილისში.
2002 წელს, დაამთავრა სსიპ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა–მათემატიკის 199–ე საჯარო სკოლა.
დაამთავრა ბაკალავრიატი - თსუ მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი და ასევე, მაგისტრატურა და დოქტორანტურა – თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (მათემატიკის მიმართულება). 2015 წელს მიენიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2002 წელს იყო 43–ე საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან (გლაზგო, შოტლანდია, შედეგი - სიგელი).
2004 წლიდან მუშაობს სსიპ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა–მათემატიკის 199–ე საჯარო სკოლა-პანსიონში. ამჟამად არის, მათემატიკის მასწავლებელი და მათემატიკის წრის ხელმძღვანელი.
ასევე, 2010 წლიდან მუშაობდა, თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სპეციალისტად.
2010-2011 წლებში მუშაობდა მენტორ მასწავლებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში. 2011 წლის ზაფხულში იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ტრენერი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
დაიბადა 1980 წლის 11 ივლისს. 1997 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თ.გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი (კომაროვი).
სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. დაამთავრა დოქტორანტურა და 2008 წელს მიენიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2004 წლიდან მუშაობს ,,კომაროვის’’ სკოლის მათემატიკის პედაგოგად. 2005 წლიდან მუშაობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საგნის ლექტორად მიწვეული სპეციალისტის რანგში.2007 წლიდან იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამსწორებელთა ჯგუფის წევრი.
2012-2024 წლებში იკავებდა ,,კომაროვის’’ სკოლის დირექტორის მოადგილის პოზიციას. 2021 წლიდან მუშაობს თავისუფალ უნივერისტეტში ალბათობისა და მათემატიკური სტატისტიკის მიწველ ლექტორად.2025 წლიდან იკავებს ,,კომაროვის'' სკოლის დირექტორის პოზიციას.
დაიბადა 1966 წლის 6 მაისს. 1983 წელს დაამთავრა ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 1990 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1997 წელს მიღებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება. 2007-2011 წლებში იყო ჩატარებული გაკვეთილის ავტორი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გადაღებულ ფილმში "მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება".
1987-დან 1990 წლამდე იყო ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. 1998-დან 2011 წლამდე იყო მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადის ჟიურის წევრი და საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი მათემატიკაში.
2005-დან 2008 წლამდე იყო რესპუბლიკური ოლიმპიადის რეგიონალური ტურის კოორდინატორი აჭარაში. 1999 წლიდან დღემდე არის ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. ასევე, 2005 წლიდან დღემდე არის ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორების მათემატიკის კომისიის უცვლელი წევრი.
დაიბადა 1973 წლის 11 ნოემბერს. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატი (კომაროვი) ვერცხლის მედალზე. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე (1990-95). ასევე, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (1995-98).
მიღებული აქვს ჯილდოები: ღირსების ორდენი მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებებისათვის (09.2007) და საქართველოს წლის საუკეთესო მასწავლებელი (06.2010).
2005 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრში იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის გამსწორებელი. 1998 -დან 2010 წლამდე იყო სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მათემატიკის წრის და შემდეგ მათემატიკის მასწავლებელი. 2008 -დან 2010 წლამდე იყო თბილისის N199 საჯარო სკოლა-პანსიონ „კომაროვის" მოსწავლეთა დისციპლინის კოორდინატორი. 2011-2025 წლებში იყო სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექტორი. ასევე, 2012 წლიდან გახლავთ თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
დაიბადა 1971 წლის 18 ივლისს, ქ. სოხუმში. 1988 წელს
დაამთავრა ვლ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის
რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატი ვერცხლის მედალზე. 1993 წელს დაამთავრა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით მათემატიკოსი,
მათემატიკის მასწავლებელი.
1993-1997 წლებში მუშაობდა ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად, ასევე ზდუ-ს მათემატიკის კათედრაზე მათ. ანალიზის პრაქტიკულის მასწავლებლად.
1999-2000 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ისნის რაიონის განათლების განყოფილების მათემატიკის მეთოდგაერთიანების თავმჯდომარედ.
2002 წლიდან დღემდე მუშაობს ვლადიმირ კომაროვის თბილისის
ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.
2010 წელს სასერთფიკაციო გამოცდების შედეგების საფუძველზე მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებელის სტატუსი და 2011წ. გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი,( ხელს აწერს მინისტრი დიმიტრი შაშკინი) ასევე მიენიჭა მენტორ მასწავლებლის წოდება.
წლების განმავლობაში წარმატებით
მუშაობდა მასწავლებლობის მაძიებელთა ჯგუფებთან.
ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში მოსწავლეების წარმატებული
მონაწილეობისთვის დაჯილდოვებულია მადლობის სიგელით(ხელს აწერს მინისტრი თამარ სანიკიძე)
მასწავლებელთა განვითარების სქემაში ჩართვის შემდეგ
ჯერ მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, 2023 წელს კი მენტორ მასწავლებლის სტატუსი.
დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,სქელი ელიფსური
ფილის თერმოდრეკადი წონასწორობის განტოლებები ელიფსურ საკოორდინატო სისტემაში’’ და
მინიჭებული აქვს მშენებლობის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
დაიბადა 1965 წლის 10 ნოემბერს.
1983 დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა.
1990 წელს დაამთავრა წარჩინებით ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა -მათემატიკის ფაკულტეტი.
1990 წლიდან მუშაობდა ა. რაზმაძის სახელობის 25-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, შემდგომ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში;
2018 წლიდან არის ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა- მათემატიკის სკოლის მასწავლებელი;
2011 წელს მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი. მუშაობს გამოცდების
ეროვნული ცენტრის მათემატიკის გამსწორებელთა კომისიის წევრად.
დაიბადა
1954 წლის 15 მაისს ქ. ფოთში
1972
წელს დაამთავრა სსიპ ვ.კომაროვის სახ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი.
1977
წელს დაამთავრა თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1977-1981
წლებში მუშაობდა თბილისის აკადემიის გამოთვლით ცენტრში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.
1981-1990
წლებში მუშაობდა ქ.ოზურგეთის მე-5 საშ. სკოლაში მათემატიკის პედაგოგად, პარალელურად,
ქ.ოზურგეთის განათლების განყოფილებაში მათემატიკის მეთოდისტის თანამდებობაზე.
1990
წლიდან დღემდე არის სსიპ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკიური 199-ე საჯარო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი.
1997
წელს მიღებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება.
2005-20020
წლებში იყო ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორების მათემატიკის კომისიის წევრი.
2002-2020
წლებში მე-5დან მე-12კლასის ჩათვლით გრიფირებული
მათემატიკის სახელმძღვანელოების ავტორი.
დაიბადა 1987 წლის 10 მარტს, ქალაქ თბილისში.
სწავლობდა თბილისის 192-ე საჯარო სკოლაში (1993–1999).
2000 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ თ. გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-ინტერნატში („კომაროვი“), რომელიც დაამთავრა 2004 წელს.
2004–2008 წლებში კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
2018–2020 წლებში სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2014 წლიდან არის მათემატიკის სერტიფიცირებული პედაგოგი.
2011–2018 წლებში მუშაობდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში.
2018 წლიდან დღემდე მუშაობს „კომაროვის“ სკოლაში.
2016–2020 წლებში იყო ევროპის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი შემდეგი მიმართულებებით: სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კლასის მართვა და შეფასება, მათემატიკის სწავლების მეთოდიკა.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
დაიბადა 1983 წლის 15 დეკემბერს.
2001 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის ფიზიკა-მათრმატიკური სკოლა.
2023-2008 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ფიზიკის ფაკულტეტი;
2020 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტროინჟინერია (მაგისტრატურა);
2008 წლიდან დღემდე კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში იკავებს საბუნებისმეტველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის პოზიციას;
2025 წლიდან – დღემდე კომაროვის ,,ონლაინ სკოლის'' ფიზიკის პედაგოგი და მიმართულების მენეჯერია.
დაიბადა ქალაქ თბილისში 1961 წლის 4 დეკემბერს.
1979 წელს დაამთავრა 78 საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე.
უნივერსიტეტი
დაამთავრა 1984 წელს, რის
შედეგადაც მიენიჭა
კვალიფიკაციები: ფიზიკოსი, ფიზიკის მასწავლებელი.
1992 წლამდე მუშაობდა სტაბილური იზოტოპების კვლევით ინსტიტუტში
ჯერ ინჟინერ-ფიზიკოსად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად;
2011 წელს ჩააბარა ფიზიკის მასწავლებლის სასერტიფიკაციო
და ზოგადი უნარების გამოცდა;
2012 წელს ჩააბარა მათემატიკის მასწავლებლის სასერტიფიკაციო
გამოცდა;
2012 წელს დაიიწყო მუშაობა სასწავლო ცენტრში ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლად;
2013 წლიდან დღემდე არის კომაროვის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
ინდირა ნატრიაშვილი დაიბადა 1967 წლის 1 თებერვალს.
1984 წელს დაამთავრა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი.
1989 წელს დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის
ფაკულტეტი და მიენიჭა ფიზიკის, გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის მასწავლებლის
კვალიფიკაცია.
1997 წელს მიღებული აქვს უფროსი კატეგორიის
მასწავლებლის წოდება.
2002 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და მიიღო ფიზიკისა და მათემატიკის
მასწავლებლის მაგისტრის ხარისხი.
დაიბადა 14.05.1958 ქ. თბილისში
1975 წ. დაამთავრა კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა, 1981 წ. - თსუ ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით თეორიული ფიზიკა.
1981 – 1990 წწ. თსუ-დან მივლინებული იყო მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში (სერპუხოვი, რუსეთი).
1990 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ლაქსის ტიპის წარმოდგენები და არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემების ზოგადი ამონახსნები“.
1990-1993 წწ. მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად თსუ ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კათედრაზე, კითხულობდა ლექციებს თეორიული ფიზიკის მათემატიკურ მეთოდებში.
2011 წლიდან ასწავლის ფიზიკას კომაროვის სკოლაში.
აქვს წამყვანი
მასწავლებელის სტატუსი.
დაიბადა 1951 წლის 23 ივლისს ქ.სოხუმში.
1968 წელს დავამთავრა-ქ.ფოთის მეორე საშუალო სკოლის მათემატიკის გაძლიერებული- აკაკი ცხადაიას კლასი.
1969-75 წლებში სწავლობდა თბილისის (ამჟამად ივ.ჯავახიშვილის სახელობის) სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე, პარალელურად მუშაობდა თბილისის 61-ე საშუალო სკოლაში. (უფ.პ/ხელ.)
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ-1975 წლიდან მუშაობს ქიმიის მასწავლებლად.
1998 წლიდან დღემდე მუშაობს „კომაროვში“
ქიმიის მასწავლებლად;
ჩაბარებული აქვს ყველა სასერტიფიკაციო გამოცდა, არის ქიმიის წამყვანი მასწავლებელი.
დაიბადა 25.05.54 ქ. ფოთში.
1972 წელს დაამთავრა ფოთის პირველი საშუალო სკოლა.
1972-1978 წლებში სწავლოობდა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე.
1978 წლიდან 2000 წლამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში იკავებდა, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობას;
1997 წელს დაიცვა დისერტაცია,ხოლო 2000 წლიდან დღემდე მუშაობს კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლაში;
2015 წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
დაიბადა 1974 წლის 18 აპრილს ქალაქ ონში.
არის ისტორიისა
და სამოქალაქო განათლების
საგნის წამყვანი მასწავლებელი და ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტი განათლების მეცნიერებების მიმართულებით.
ისტორია: თბილისის
დამოუკიდებელი უნივერსიტეტი (ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი).
ფილოლოგია: თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა).
მუსიკა: თბილისის
სამუსიკო მეორე ტექნიკუმი (კონცერტმეისტერი, მუსიკათმცოდნე).
პედაგოგიურ სფეროში მისი 22-წლიანი სტაჟი მოიცავს მუშაობას სხვადასხვა წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
მიმდინარე საქმიანობა: ისტორიისა
და მოქალაქეობის მასწავლებელი
თბილისის ვლ. კომაროვის სახელობის №199 საჯარო სკოლაში
და მოქალაქეობის მასწავლებელი თბილისის №87 საჯარო სკოლაში.
პროგრამული მონაწილეობა: აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „ასწავლე საქართველოსთვის“ და „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“.
სპეციალიზებული სწავლება:
პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების №11 დაწესებულებაშიც.
სახელმძღვანელოების ავტორობა:
ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი (III-VII კლასები) საგნებში
„მე და საზოგადოება“, „ჩვენი საქართველო“, „ისტორია“ და „მოქალაქეობა“.
გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის ფსიქოლოგიის, ინკლუზიური განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი და ახალგაზრდა მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.
დაიბადა 1980 წლის
30 დეკემბერს.
1998 წელს დაამთავრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 2002 წელს და მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით.
2002-2004 წლებში
ამავე უნივერსიტეტში სწავლა განაგრძო და მიიღო ისტორიის მაგისტრის ხარისხი.
პარალელურად,
2002-2004 წლებში დაეუფლა უცხო ენას( ინგლისური) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივეტსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე.
2004-2007 წლებში იყო ისტორიის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი.
პროფესიული საქმიანობა დაიწყო კერძო სექტორში, 2004-2008 წლებში მუშაობდა უცხოურ კომპანია „Al Shaam“-ში ოფის - მენეჯერად, სადაც მიიღო მნიშვნელოვანი ორგანიზაციული და მენეჯერული გამოცდილება.
საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობა 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც გახდა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის №124 საჯარო სკოლის მაძიებელი მასწავლებელი.
2011 წელს წარმატებით
ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ისტორიასა და პროფესიულ უნარებში.
2011-2012 წლებში მუშაობდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაში ისტორიისა და
სამოქალაქო განათლების პედაგოგად.
2013 წლის იანვრიდან არის კომაროვის სახელობის სკოლაში ისტორიის მასწავლებელი, სადაც აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესების განვითარებაში.
2015 წლიდან ამავე
სკოლაში იკავებს ბავშვთა განვითარებისა და პროექტების სამსახურის მენეჯერის პოზიციას,
რაც მოიცავს მოსწავლეთა განვითარების, შემეცნებითი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას.
2017-2024 წლებში თანამშრომლობდა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, (naec) სადაც იყო ისტორიის გამოცდების გამსწორებელთა კომისიის წევრი.
დაიბადა
ქ.თბილისში-1984 წლის 1 დეკემებერს.
დაამთავრა
ქ. თბილისის 176-ე საჯარო სკოლა.
იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკლუტეტზე, რომელიც დაასრულა 2006 წელს და მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის
აკადემიური ხარისხი-ისტორიის სპეციალობით.
2007-2009 წლებში სწავლობდა-Cambridge House Georgia-ინგლისური ენისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე;
2012 წელს ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც 2014 წელს დაასრულა და მიიღო-განათლების ადმინისტრირების აკადემიური ხარისხი-განათლების მკვლევარი;
2012
წელს მიენიჭა სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი;
2023
წლიდან-წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;
2003-2005
წლებში მუშაობდა საქართველოს რადიოს საყმაწვილო პროგრამების სტუდიის ჟურნალისტად;
2007
წლიდან-დღემდე კომაროვის სკოლის ისტორიის მასწავლებელია;
2020-2023
წლებში მუშაობდა-ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში;
2023-2024
წლებში მუშაობდა-შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;
2026
წლიდან-სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში საკონსულტაციო ფსიქოლოგიის კურსზე;
ჰყვას
მეუღლე და ერთი შვილი.
დაიბადა 1991 წლის
11 თებერვალს. 2009 წელს დაამთავრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა.
2009 წელს ჩააბარა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტზე (სპეციალობა ისტორია). 2013 წელს მიიღო ისტორიის ბაკალავრის აკადემიური
ხარისხი.
2013 წელს ჩააბარა
მაგისტრატურაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით). 2015 წელს მიიღო
ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2017 წელს ჩააბარა
დოქტორანტურაზე და დღემდე აგრძელებს სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ახალი და უახლესი
ისტორიის მიმართულებით).
2018-2019 წელს
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
2023 წელს მიენიჭა
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
2019-2020 წლებში
იყო მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე.
2019 წლიდან არის
ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის
ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში.
2021 წლიდან არის
სწავლების ხარისხის განვითარებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი სსიპ - ვლადიმირ
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში.
2023 წლიდან არის
საზაფხულო ბანაკის ხელმძღვანელი სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის
N199 საჯარო სკოლაში.
დაიბადა 1956 წლის 7 ივნისს.
1973 წელს დაამთავრა ვლადიმერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა-ინტერნატი, 1977 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური
ინსტიტუტის საზოგადოებრივი ფაკულტეტი, ჟურნალისტის სპეციალობით (წარჩინებით), 1978
წელს კი - ამავე ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი,
ინჟინრის სპეციალობით.
1978 წლიდან
2009 წლამდე მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობაში (შემდგომში გამომცემლობა
„სამშობლო“) სხვადასხვა პოზიციაზე.
2009 წლიდან არის
ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა
და მათემატიკის სერთიფიცირებული პედაგოგი.
ჰყავს ორი ვაჟი.
მაღალი კვალიფიკაციის
მქონე პედაგოგი და სამუზეუმო სფეროს სპეციალისტი, მრავალწლიანი პროფესიული და აკადემიური
გამოცდილებით.
1981 წელს დაამთავრა თბილისის
ა.ს.პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფია-ბიოლოგიის
სპეციალობით, რის საფუძველზეც მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, რომელიც
გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან, ხოლო 2015 წლის 26 ნოემბერს გადაეცა სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ მას მიენიჭა
პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი (სერტიფიკატის # 000013477).
პროფესიული საქმიანობა
დაიწყო 1982 წელს ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგიურ
განყოფილებაში, სადაც 1982- 1986 წლებში მუშაობდა
უფროს ლაბორანტად, ხოლო 1986-2001 წლებში - უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.
2011 - 2025 წლებში ეროვნულ მუზეუმში იკავებდა ასისტენტ-კურატორის პოზიციას, ხოლო
2025 წლიდან დღემდე კურატორის პოზიციას, ზოოლოგიური კოლექციების მიმართულებით.
პარალელურად აქტიურად
არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიამობაში.
1993 წლიდან დღემდე მუშაობს
გეოგრაფიის მასწავლებლად სსიპ ვ.კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის # 199 საჯარო
სკოლაში. სხვადასხვა პერიოდში ასწავლიდა კერძო
სკოლებში, მათ შორის: „ჯეჯილში“ - 2003-2007 წწ, სადაც კითხულობდა კურსს „ მსოფლიოს
რელიგიები“, ასევე კერძო სკოლა „ბალავარში“
- 1993-1994
წწ, სადაც ასწავლიდა საგანს „ადამიანი და გარე
სამყარო“.
2013 -2022 წლებში აქტიურად
იყო ჩართული საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო საქმიანობაში. მუზეუმის
საბუნებისმეტყველო ექსპოზიციებიდან აღსანიშნავია - „ზოოლოგიური კოლექციების ახალი სიცოცხლე“-
2013-2018წწ და „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“, რომელიც ფუნქციონირებს
2013 წლიდან დღემდე.
საგანმანათლებლო პროგრამებიდან
აღსანიშნავია: „ შეიცანი კავკასიის ბიომრავალფეროვნება“, „კავკასია, ბუნების საგანძური“ და სხვ.
წლების განმავლობაში აქტიურად
იყო ჩართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებში, როგორც პროექტის ძირითადი მონაწილე.
მათ შორის აღსანიშნავია სამეცნიერო პროექტი: „საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების
(ფონდების) სააღრიცხვო დოკუმენტაციის რეაბილიტაცია და კატალოგიზაცია“ ( # 217978, დონორი
ორგანიზაცია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდი) და საექსპოზიციო პროექტები: ჯავახეთის
დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ექსპოზიცია - 2014წ;
საქართველოს ეროვნული
მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია - „ღია ფონდი“ - 2013წ და „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ -2018წ და სხვ.
აღსანიშნავია მისი მონაწილეობა
2018 წ განხორციელებულ National Geographic-ისა და საქართველოს
ეროვნული მუზეუმის ერთობლივ პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების
რუკის შექმნას (დღეს რუკა წარმოდგენილია „კავკასიის ბიომრავალფეროვნების “ ექსპოზიციაზე).
მონაწილეობა აქვს მიღებული
„საქართველოს გეოგრაფიული საზიგადოების“ მიერ
ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მოხსენებებიდან აღსანიშნავია:
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილების მოკლე ისტორია“-2015წ და „კავკასიის ბიომრავალფეროვნება - „ კავკასიის
ბუნების ისტორიის შესწავლის კერა საქართველოში“ - 2018.
მაია ინწკირველის პუბლიკაციები
მოიცავს გეოგრაფიისა და ზოოლოგიის სფეროებს და ეფუძნება ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური
კოლექციების კვლევას.
ნაშრომებს შორის აღსანიშნავია მონოგრაფია: „პირველი კოლექციების კვალდაკვალ“,
გამომცემლობა „სეზანი“. 297 გვ. 2020წ (თანაავტორობით).
თანაავტორობით გამოქვეყნებული
აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები რეფერირებად გამოცემებში:
1. Restoration,
archiving, and digitalization of the Museum collection (The case of Zoological
Collections, Georgian National Museum). Ukrainian Journal of Ecology, 138-141
pg. ISSN 2520-2138, 2019
2. Modern Problems
of Geography and Anthropology Delikated to the 140th anniversary
of Alexandre Javakhishvili - a Georgian
geographer and anthropologist, the Academician of Georgian Acsdemy of Sciens
and honored worker of Georgian Science, pg. 160-164. 2018
3. Hervestmen
(Arachnida, Opiliones) From the Collection of the Nacional Museum of Georgia.
Proceedings of the Azerbaijan Institute of Zoology, Vol.32#1, УДК,595.43.198-207.2014
პროფესიული განვითარების
მიზნით, გავლილი აქვს არაერთი ტრეინინგი, მათ შორის გეოგრაფიის სწავლების
(2012,2013), უნარ ჩვევების განვითარების (2011) და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენების (2009) მიმართულებით.
2008 წელს დაჯოლდოვდა
სიგელით „წარჩინებული მასწავლებელი“, მიღებული აქვს სერტიფიკატი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ ორგანიზებული ინტეგრირებული საგაკვეთილო
გეგმების კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
ამგვარად, მაია ინწკირველის პროფესიული საქმიანობა აერთიანებს
საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებს.
დაბადა 1971 წლის 18 ნოემბერს, ქ. თერჯოლაში.
1988
წელს დაამთავრა თერჯოლის #1 საშუალო სკოლა.
1989-1894
წლებში სწავლობდა აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის
ფაკულტეტზე, გეოგრაფია -ბიოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრებისას მომენიჭა
საშუალო სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის სტატუსი.
1994-1999 წლებში მუშაობდა თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის
რაიონულ ცენტრში, გენეტიკის წრის ხემძღვანელად.
1999
წელს სწავლა განაგრძო აკადემიკოს გრ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის
სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჰემატოლოგიისა და ლაბორატორიული საქმის სხვა დარგებში,
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 4 თვიან კურსებზე, რის შემდეგაც მომენიჭა ჰემატოლოგისა
და ლაბორატორიული საქმის სპეციალისტის სტატუსი.
2004-წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა თბილისის კერძო სკოლაში- ,, იავნანამ რა ჰქნე“, გეოგრაფიის
მასწავლებლად.
2008 წლიდან 2012 წლამდე, თბილისის #149 საჯარო სკოლაში ასწავლიდა გეოგრაფიას.
პარალელურად მუშაობდა თბილისის, იტალიურ სკოლა ,,ცისკარში“ გეოგრაფიის მასწავლებლად.
2012
წლიდან დღემდე მუშაობს , ვ. კომაროვის სახელობის, თბილისის ფიზიკა-მათემატიკის
,#199 საჯარო სკოლის - გეოგრაფიის მასწავლებელად.
2010
წლიდან არის სერტიფიცირებული პედაგოგი გეოგრაფიაში.
2019 წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
მისი მოსწავლეები, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობდნენ და პირველი ადგილის
დაკავებისათვის2013; 2015 და 2016 წლებში , განათლების სამინისტრომ დამაჯილდოვა სიგელებით
და ორჯერ ფულადი პრემიით.
კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით მაქვს უამრავ ტრენინგ კურსები გავლილი და მოპოვებული შესაბამისი სერთიფიკატები.
დაიბადა 1997 წლის 18 თებერვალს. 2015 წელს დაამთავრა
სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
2015-2019 წლებში
სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ეკონომიკის მაინორით. უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით. 2019 წლიდან სწავლა განაგრძო და დაეუფლა ეკონომიკის
მაგისტრის ხარისხს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET).
2021 წლიდან მუშაობს „კომაროვის“ სკოლაში
ეკონომიკის მასწავლებლად. სხვადასხვა სკოლაში ასწავლის AP Macroeconomics, AP
Precalculus, AP Calculus AB ამერიკული კურიკულუმის საგნებს. პარალელურად 2021
წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა
(GIPA) და ბრიტანულ უნივერსიტეტში.
2025-2026 აკადემიურ წლამდე
ხელმძღვანელობდა სკოლის საერთო საცხოვრებელს. 2023 წლიდან არის სკოლის
საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობების სამსახურის
ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობს
მოსწავლეთა საერთაშორისო განათლებისა და უნივერსიტეტებში ჩაბარების
პროცესში. მისი მენტორობით ათეულობით
მოსწავლემ მოიპოვა საერთაშორისო უნივერსიტეტებში სრული და ნაწილობრივი დაფინანსება,
მათ შორის მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
დაიბადა 1984 წელს, თბილისში.
2001-2004 წლებში უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
2006-2008 წლებში სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თარჯიმან-რეფერატის ფაკულტეტი.
2013 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის, ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ინგლისურის პედაგოგად.
დაიბადა 1989 წლის 26 ნოემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
2006
წელს დაამთავრა N3 საშუალო სკოლა.
2010
წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარიხისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - ინგლისური ენის სწავლების
მეთოდიკა.
2011
წელს გახდა სერტიფიცირებული პედაგოგი. ასევე, ჩააბარა ინგლისური ენისა და კომპიუტერული
უნარ-ჩვევების ინტეგრირებული გამოცდა.
2012
წლიდან დღემდე მუშაობს კომაროვის სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად.
2016
წელს დაამთავრა მაგისტრატურა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში - ინგლისური ენის
სწავლების მეთოდიკა.
2023
წელს გახდა მენტორი მასწავლებელი.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
დაიბადა 1961 წლის 22 იანვარს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. ტიბაანის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეში უცხოური ენების ფაკულტეტზე, ინგლისური ენის განხრით.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მომენიჭა ინგლისური ენის ფილოლოგისა და პედაგოგის კვალიფიკაცია.
მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტის და შემდეგ მთარგმნელის პოზიციაზე;
2003 წლიდან მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებლად ჯერ თბილისის 29-ე სკოლაში, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - თბილისის ვლადიმირ კომაროვის 199-ე საჯარო სკოლაში.;
2010 წელს ჩააბარა მასწავლებელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი გამოცდა სპეციალობასა და პედაგოგიურ უნარებში, შემდეგ კომპიუტერულ უნარებში;
2014 წლიდან 2019 წლამდე მუაობდა ეროვნული გამოცდების ნაწერების გამსწორებლად;
2019 წელს მენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
დაბადების ადგილი - თბილისი
დაბადების წელი - 1977.31.05
დაამთავრა 61-ე საჯარო სკოლა
1994-1999 წლებში სწავლობდა ილ. ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო
ინსტიტუტში;
1999-2000 წლებში მუშაობდა ჟურნალისტთა ფედერაციაში, უცხოური სექტორის ხელმძღვანელად;
2000-2005 მუშაობდა ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტში
- ინგლისური ენის ლექტორად;
2005-დან დღემდე მუშაობს კომაროვის სკოლაში.
არის ინგლისური ენისა და გერმანულის პედაგოგი.
არის წამყვანი მასწავლებელი
2012 წლიდან კომაროვის სკოლაში ხელმძღვანელობს დრამის კლუბს, დადგმული აქვს არაერთი სპექტაკლი.
1987 წელს დავამთავრა თბილისის 24-ე საჯარო სკოლა. 1993 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის სპეციალობით.
1994 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად.
2012 წლიდან არის სერტიფიცირებული მასწავლებელი. 2017-2021 წლებში იყო კომაროვის სკოლის პროექტ „ შაბათის სკოლის „ კოორდინატორი.
2022 წლიდან დღემდე იკავებს სკოლის დირექტორის მოადგილის პოზიციას, სასწავლო პროცესისა და დისციპლინის მიმართულებით.
დაიბადა 1967 წლის 7 თებერვალს.
1983 წელს დაამთავრა თბილისის №170 საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1994 წელს დაასრულა რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მისი პროფესიული კარიერა მჭიდროდ უკავშირდება საგანმანათლებლო სფეროში განვითარებასა და ინოვაციებს. 2010 წლიდან არის სერტიფიცირებული მასწავლებელი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი), ხოლო 2011 წელს მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი.
2012 წლის ნოემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, იგი აქტიურად მონაწილეობს სკოლის მართვისა და განვითარების პროცესებში:
2017-2021 წლებში იყო კომაროვის პანსიონის კოორდინატორი;
2021 წლის სექტემბრიდან დღემდე იკავებს სკოლის დირექტორის მოადგილის პოზიციას მოსწავლეთა ზრუნვისა და განვითარების მიმართულებით.
დაამთავრა თბილისის №128-ე საჯარო სკოლა.
2005 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის რუსული ენისა და ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი;
2007 წელს - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სოციალური მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2005 წლიდან მუშაობს რუსული ენის პედაგოგად.
2005
– 2012 წწ. – საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სასწავლებელილი;
2013-2016 წწ.- სერვანტესის სახელობის გიმნაზია Aia -Gess;
2010
წელს ჩააბარა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები რუსულ ენასა და პროფესიულ
უნარებში;
2012
წელს ჩაავაბარა მასწავლებლის სასერტიფიკაციო
გამოცდა ინგლისურ ენაში;
2017
წლის იანვრიდან დღემდე მუშაობს კომაროვის სახელობის სკოლის რუსული ენის მასწავლებელად;
2020
წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი რუსულ ენაში.
დაიბადა 1982 წლის 5 სექტემბერს.
დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (1999–2003 წწ.), სადაც მიენიჭა გერმანული ენის მთარგმნელ-რეფერენტის და მასწავლებლის კვალიფიკაცია.
2006 წლიდან მუშაობს გერმანული ენის პედაგოგად;
2006 წელს მუშაობა დაიწყო თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის რაიონულ ცენტრში გერმანული ენის მასწავლებლად;
2007–2014 წლებში მუშაობდა ალისუბნის თემის №2 საჯარო სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად;
2015–2019 წლებში დასაქმებული იყო შპს „სადუნი“-ში, სადაც ასწავლიდა გერმანულ და ინგლისურ ენებს, იყო დამრიგებელი, უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელი და ფასილიტატორი.
2019 წლიდან მუშაობს სსიპ ქ. რუსთავის №14 საჯარო სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად, ასევე არის უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელი და ხარისხის განვითარების და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრი;
ამავე წლიდან დღემდე არის სსიპ ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი.
2010 წელს ჩააბარა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა გერმანულ ენაში;
2012 წელს ჩააბარა ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა;
2015 წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 2019 წელს — წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
2023–2024 წლებში
მონაწილეობდა მასწავლებელთა მომზადების საერთაშორისო პროგრამაში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გოეთეს ინსტიტუტი, იენას უნივერსიტეტი), რომელიც წარმატებით დაასრულა და 2025 წელს მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ ფლობს გერმანული ენის სწავლების საერთაშორისო სტანდარტის მეთოდიკურ კომპეტენციებს.
ასევე გავლილი აქვს არაერთი პროფესიული და საგნობრივი ტრენინგი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში), რაც მოიცავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, კრიტიკულ აზროვნებას, ინკლუზიურ განათლებას და სასწავლო პროცესის მართვას.
დაიბადა 1977 წლის 28 მაისს ქალაქ ზუგდიდში.
1994 წელს მან დაამთავრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მეორე საშუალო სკოლა.
1994–1999 წლებში მიიღო უმაღლესი განათლება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ხელოვნებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია და მაგისტრის ხარისხი. შემდგომში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრის ასპირანტურაში (1999–2002).
ნათია ნაყოფიას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში.
2013 წლიდან დღემდე იგი მუშაობს სსიპ ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
მისი პროფესიული საქმიანობა ორიენტირებულია მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე, მედიაწიგნიერებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვაზე. ნათია ნაყოფია აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამასა და ტრენინგში.
იგი არის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი და დაჯილდოებულია არაერთი სერტიფიკატითა და მადლობის სიგელით, რაც ასახავს მის მნიშვნელოვან წვლილს საგანმანათლებლო საქმიანობაში და მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობაში.
2011წ.- სერტიფიცირებული მასწავლებელი;
2015წ.-სერტიფიკატი- ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
2015წ.- საპატიო დიპლომი ( საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი - მოსწავლეთა V პირად-გუნდურ ოლიმპიადაში მოსწავლეების წარმატებისათვის);
2016-2019წ.წ. -Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი;
2016წ.-სერტიფიკატი (ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნისთვის
Offise mix კონფერენციისათვის);
2017წ.-„ითვინერი“;
2018წ. - სერტიფიკატი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - მასწავლებელთა
I სამეცნიერო
კონფერენციაში- ,,ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სასწავლო პროცესში“ - მონაწილეობისათვის;
2018წ.- სერტიფიკატი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საჯარო
და კერძო სკოლების
დირექტორთა და მასწავლებელთა II ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში
მონაწილეობისათვის.)
2018წ.- მადლობის წერილი -სსიპ კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი;
2019წ. - სერტიფიკატი -ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი;
2019წ. - მადლობის სიგელი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი-
კსუ-ს სტუდენტთა მე-7
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მომხსენებლის მენტორობისათვის).
2020წ.- სერტიფიკატი - ,,ისწავლე ,რათა ამოიცნო“
დაიბადა 1981 წლის 16 სექტემბერს.
1999
წელს დაამთავრა ქ. დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა. ასევე ქ. დედოფლისწყაროს სამუსიკო
სკოლა.
2005 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა − ქართველური ენები) და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2015 წლიდან დღემდე არის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი (სადოქტორო პროგრამა − ქართველური ენათმეცნიერება).
2003-2007 წლებში სწავლის პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის №89 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 2007-2011 წწ. – ქ. თბილისის №193 საჯარო სკოლა; ოფისმენეჯერი,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
2011-2012 წწ. - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,
შეფასების სამმართველო, ქართული ენის კოორდინატორი; შემდგომ - ამავე სამმართველოს უფროსად;
2013-2015 წწ. − ნიუტონის თავისუფალი სკოლა; ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი;
2013-2017 წწ. - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ტრენერი;
2013 წლიდან დღემდე - სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრი, ქართული ენისა
და ლიტერატური გამოცდის (როგორც ერთიანი ეროვნული, ისე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის)
ტესტის გამსწორებელი;
2014 წლიდან დღემდე - სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემტიკის N199 საჯარო სკოლა; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
დამატბითი კვალიფიკაცია:
2014 წ. – III საერთაშორისო კონფერენცია ტაო-კლარჯეთი;
მომხსენებელი;
2014 წ. – მასაწავლებლის პროფესიული განვითარების
სქემის შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობა;
2013 წ.–სატრენინგო მოდულების განხილვასა
და ორგანიზებაში მონაწილეობა;
2013 წ. – ქართული ენისა და ლიტერატურის ტრენერთა
ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: ა) ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა; ბ) ენის სწავლების
მეთოდიკა; გ) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების შექმნის
სწავლების მეთოდები
და სტრატეგიები; დ) მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
2012 წ.–ეროვნული შაფასების საერთაშორისო ექსპერტებითან კონსულტაციებსა
და სემინარებში მონაწილეობა (შინაარსი: ეროვნული, საკლასო და საერთაშორისო შეფასებების
საკითხები, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება);
2012 წ. – თანამშრომლობა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტ „საქართველოს დაწყებით განათლებასთან“ (GePriEd-თან), რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა დიაგნოსტიკურ შეფასებას კითხვასა და მათემატიკაში;
2011 w. – ინგლისური ენის სასწავლო კურსი ( ETI);
2011 წ. – მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა (ინგლისური და კომპიუტერი) –საუკეთესოთა 25%-ში მოხვედრილი სერტიფიცირებული პედაგოგი (ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ განისაზღვრა 1000 ლარით);
2010 წ. – მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები (პროფესიული უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა);
2010 წ. – ტრენინგი
პროფესიულ უნარებში (შპს „დიდაქტიკა“);
2010 წ. – ტრენინგი
ქართულ ენასა და ლიტერატურაში (შპს „დიდაქტიკა“);
2009 წ. – ტრენინგი IT მენეჯერთათვის
(შპს „მზიური“);
2010 წ. – ტრენინგი IT მენეჯერთათვის (შპს „გრენა“);
2007 წ. – საოფისე
პროგრამების კურსი (შპს „სპარი“).
დაიბადა 1967 წლის 4 მაისს ქალაქ თბილისში.
სწავლობდა ქ. თბილისის მე-18 საშუალო სკოლაში.
1986-1992 წლებში სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე;
1992-1993 წლებში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტაჟირება გაიარა უნგრეთის რესპუბლიკაში, ქ. ბუდაპეშტში,
ლორან ეტვიოშის უნივერსიტეტში, (ELTE) გამოყენებითი ენათმეცნიერებისა
და მთარგმნელობითი საქმიანობის მიმართულებით. თსუ-დან წარადგინა თსუ-ს პროფესორმა რუსუდან
ნიშნიანიძემ ქართველოლოგ ჰაინალკა ბაბირაქთან. უნგრეთის რესპუბლიკაში კავკასიოლოგიისა
და ქართველოლოგიიის ექსპერტ ჰაინალკა ბაბირაქთან ერთად იმუშავა ქართველი კლასიკოსების რამდენიმე პუბლიცისტური წერილის თარგმანზე;
2009 წელს ჩააბარა საქართველოს
საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტურაში
უახლესი ქართული ლიტერატურის მიმართულებით(ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი მანანა კვაჭანტირაძე);
2016 წელს მიენიჭა ფილოლოგიის
დოქტორის ხარისხი თემაზე: ბიბლიური მოდელები მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ქართულ
რომანში;
2018 წელს საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიამ
აირჩია ამავე აკადემიის ნამდვილ წევრად .
2010 წლიდან დღემდე თანამშრომლობს გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის გამსწორებლად.
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და მიღებული აქვს დიპლომები, სიგელები, სერტიფიკატები, მადლობის სიგელი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეთა წარმატებული მონაწილეობისათვის.
მომხსენებლად მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი(CIU)
- საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა მე-2 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია; საქართველოს
ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) -
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია;
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული
უნივერსიტეტი - ჰუმანიტარულ
მენიერებათა მე-2 სამეცნიერო კონფერენცია;
წმიდა ანდრია
პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი -
ახალგაზრდა მეცნიერთა
სამეცნიერო კონფერენცია;
ჟურნალ “სემიოტიკის “ სამეცნიერო კონფერენცია
და სხვა.
სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა რეფერირებულ სამეცნიერო ჟურნალსა და კრებულში (როგორებიცაა: სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ჟურნალი “ლიტერატურული ძიებანი”, გელათის მეცნიერებათა აკადემიის )
დაიბადა ქ.ხაშურში 1985 წლის 11 ნოემბერს.
2003 წელს დაამთავრა 112-ე საჯარო სკოლა. 2007 წელს კი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა ლიტერატურის მიმართულებით.
2009 წელს მიიღო მაგისტრის წოდება;
2008-2011 წწ-ში ასწავლიდა თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში;
2011 წლიდან არის კომაროვის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
2023 წელს გახდა წამყვანი
მასწავლებელი.
დაიბადა 1971 წლის 16 აპრილს, თერჯოლაში.
1988 წელს დაამთავრა ქუთაისის №30 საშუალო სკოლა. 1994 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
პროფესიული საქმიანობა დაიწყო 1995 წელს ქუთაისის №18 საჯარო სკოლაში, სადაც 2001 წლამდე მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
2001–2010 წლებში საქმიანობა გააგრძელა ქუთაისის №37 საჯარო სკოლაში ამავე პოზიციაზე. 2010–2014 წლებში იყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და კათედრის გამგე.
2014–2015 წლებში მუშაობდა თბილისის ნიჭიერთა სკოლა-აკადემიაში, ხოლო 2015–2017 წლებში — ორგანიზაციაში Global Education Georgia, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
2016 წლიდან დღემდე არის სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2022–2025 წლებში პარალელურად მუშაობდა აიმც-ში ამავე მიმართულებით.
2007 წლიდან დღემდე არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის წევრი და კურატორი.
ნანა თურქაძის პროფესიული საქმიანობა გამოირჩევა მნიშვნელოვანი მიღწევებით. მისი მოსწავლე გახდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის (ქართული ენა და ლიტერატურა) მეორე ადგილის მფლობელი.
2023–2024 სასწავლო წელს მას მიენიჭა მადლობის სიგელი კონკურსში „ვწერ თავისუფალ თემას“ მოსწავლის წარმატებული მონაწილეობისათვის (ჟიურის რჩეული), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ.
ფლობს მასწავლებლის პროფესიულ სტატუსებს: მასწავლებლობის უფლება (2010), უფროსი მასწავლებელი (2015) და წამყვანი მასწავლებელი (2021).
პროფესიული განვითარების მიზნით გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი და კურსი, მათ შორის: ICT-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, სწავლების თეორიები და მოტივაცია, ფსიქოლოგიის საფუძვლები, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები, კლასის მართვის ეფექტური მიდგომები, eTwinningPlus პლატფორმაზე მუშაობა, კიბერბულინგის პრევენცია, ბავშვის უფლებები და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში.
დაიბადა 1991 წლის 4 სექტემბერს, ქ. რუსთავში.
2010 წელს დაამთავრა ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ხოლო 2019 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მათემატიკის მიმართულებით.
მისი პროფესიული საქმიანობა წარმატებით აერთიანებს როგორც სპორტულ, ისე საგანმანათლებლო მიმართულებებს.
2020–2021 წლებში იყო საქართველოს U19 ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;
2020–2024 წლებში საქმიანობა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ში, ფუტსალის მწვრთნელის პოზიციაზე.
2020 წლიდან დღემდე არის კომაროვის სკოლის სპორტის მასწავლებელი, სადაც აქტიურად უწყობს ხელს მოსწავლეების ფიზიკურ განვითარებას, გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარების ჩამოყალიბებას;
ფლობს UEFA-ს C ლიცენზიას;
2020 წელს გახდა სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი როგორც მათემატიკაში, ასევე სპორტის მიმართულებით;
მისი ხელმძღვანელობით „კომაროვის“ სკოლამ მნიშვნელოვანი სპორტული წარმატებები მოიპოვა.
2023 წელს ,,კომაროვის'' სკოლა გახდა თბილისის ,,სასკოლო ლიგის'' ჩემპიონი ჭადრაკში, ხოლო 2025 წელს ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2025''-ის გამარჯვებული.