1. კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან და წევრებისგან.

2. კლუბის ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. კლუბის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს განსაზღვრავს კლუბის ხელმძღვანელი.

4. კლუბის წევრი:

ა) მონაწილეობს კლუბის საქმიანობის ორგანიზებაში, მის სპორტულ პროგრამასა და ღონისძიებებში;

ბ) მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

გ) მონაწილეობას იღებს კლუბის აკადემიური მიმართულების შემუშავებასა და განხორციელებაში;

დ) წარმოადგენს კლუბს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს კლუბის სპეციალურ დავალებებს.

5. კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე აქტიურად და წარმატებულად უნდა იყოს ჩართული კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. კლუბის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის ხელმძღვანელები.

6. კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

7. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

8. ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგნეს კლუბის სამოქმედო გეგმას.

ზემოთ