პანსიონის შენობა ორგანულადაა შერწყმული კომაროვის სკოლის კომპლექსთან. სკოლასთან სიახლოვე დამატებითი უპირატესობაა, რაც პანსიონელ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რასაც კომაროვის სკოლა საკუთარ მოწაფეებს სთავაზობს. მაგალითად, პანსიონის აღსაზრდელებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სკოლის ტერიტორიაზე არსებული კომპიუტერული ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, ფეხბურთის სტადიონითა თუ ჩოგბურთის კორტით. 


ამასთან, პანსიონს საკუთარი ექსკლუზიური რესურსებიც გააჩნია. გარდა ისეთი საყოფაცხოვრებო სერვისებისა, როგორიცაა ცენტრალური გათბობა, ცხელი წყალი, ინტერნეტი და სხვ. პანსიონი მოსწავლეებს განტვირთვისთვის აუცილებელ პირობებსაც უქმნის. მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაესწრნონ კინოსეანსებს, თეატრებსა თუ სხვა გასართობ ღონისძიებებს. მოსწავლეების შემოქმედებითი თუ მხატვრული უნარების გაძლიერების მიზნით პანსიონს აქვს საკუთარი მცირე ბიბლიოთეკა და პროექტორითა და აუდიო სისტემით აღჭურვილი სპეციალური ოთახი, რომელიც იძლევა კინო-სეანსების მოწყობის საშუალებას. მოსწავლეების განტვირთვის მიზნით, პანსიონი ასევე ფლობს PlayStation კონსოლებსა მაღალი ხარისხის მონიტორს.

ზემოთ