მოსწავლეთა თვითმმართველობა

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან, რომლებიც აირჩევიან შესაბამისი საფეხურების მოსწავლეთა მიერ. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 


თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. მოსწავლეთა თვითმართველობას ხელმძღვანელობს თვითმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.


მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.


მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს: მოსწავლეთა პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის მმართველობითი ორგანოების ინფორმირება, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება,  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა, მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა ღონსძიებებსა და აქტივობებში.


 

ზემოთ