კომაროვის ინფორმატიკის წრე გამორჩეულია წარმატების ისტორიით და პროფესიონალი ხელმძღვანელებით. ზაზა გამეზარდაშვილი და გოჩა მანდარია როგორც კომაროვის ინფორმატიკის წრის, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმღვანელებიც არიან.


ინფორმატიკის წრის სხვა ხელმძღვანელები უახლოეს წარსულში ეროვნული ნაკრების წევრები და/ან  მსოფლიო ოლიმპიადის სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელები არიან.


ინფორმატიკის წრე  ელის  ნებისმიერი კომპეტენციის მქონე, როგორც დამწყებ, ისე სანაკრებო დონის მოსწავლეებს. სწორედ, ამიტომ წრე იყოფა 5 კატეგორიად:


კატეგორია 1: რაიმეს ცოდნა არ მოეთხოვება;

კატეგორია 2: მოსწავლემ უნდა იცოდეს მონაცემთა შეტანა-გამოტანა, IF ოპერატორი, ციკლის ოპერატორები, სტრინგები, მასივები, მონაცემთა struct ტიპი, პოინტერი, მარტივი რეკურსია;

კატეგორია 3:  მოსწავლემ უნდა იცოდეს რეკურსია უკან დაბრუნებით (მაგალითად, 8 ლაზიერის ამოცანა, საჭადრაკო დაფის მხედრით შემოვლა), ბიტური ოპერაციები, STL-ის სტრუქტურები: სტეკი, რიგი, დეკი, პრიორიტეტებიანი რიგი, ბმული, სიები, SET, MAP;

კატეგორია 4: მოსწავლემ უნდა იცოდეს მარტივი ამოცანები გრაფებზე (DFS და BFS), მარტივი ამოცანები დინამიურ პროგრამირებაზე, ხარბი ალგორითმები, პრეფიქს-ჯამები, ორი პოინტერის მეთოდი (მოძრავი ფანჯარა);

კატეგორია 5:  საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების კანდიდატები.

 

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების კომაროველების შედეგები

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა

ზემოთ