კომაროვის სკოლაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ხუთი ქვიზი ტარდება; მათემატიკაში მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით და ფიზიკაში მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით. ქვიზები ტარდება შემდეგ თვეებში: ნოემბერი, დეკემბერი, მარტი, მაისი და ივნისი.


მოსწავლეს ქვიზი ჩაბარებულად ეთვლება, თუ აიღებს მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს მათემატიკაში და 50%-ს ან მეტს ფიზიკაში. ბარიერი გადალახულად ითვლება და მოსწავლე გადავა მომდევნო კლასში თუ ხუთი ქვიზიდან ოთხს ჩააბარებს; ხუთიდან სამის ჩაბარების შემთხვევაში ენიშნებათ დამატებითი ქვიზი ივნისში, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროს.


თუ, რომელიმე მოსწავლეს საპატიო მიზეზით გაუცდება ქვიზი, მათთვისაც დაინიშნება დამატებითი ქვიზი ივნისში. 

ზემოთ