სსიპ ვლაიდიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში, 2020-2021 სასწავლო წლისათვის „საღამოს სკოლაში” სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.
რეგისტრაცია შეუძლიათ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში და დაინტერესებულნი არიან ისწავლონ მათემატიკა კომაროვის სკოლის პროგრამით.
პროექტის ფარგლებში, მე-8 და მე-9 კლასებში, მსურველებს, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამისი ფიზიკის გაღრმავებული კურსი. ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.
2020-2021 სასწავლო წელს, პროექტში სწავლის მსურველებს, პირველად ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი და სურვილის შემთხვევაში ,,საღამოს სკოლის“ სრული კურსი გაიარონ დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.
იხილეთ „საღამოს სკოლის“ სრული აღწერილობა.
რეგისტრაცია განხორციელდება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში.
რეგისტრაციის ვადები - 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
ადგილზე რეგისტრაციის მსურველები უნდა მობრძანდეთ სკოლაში, მისამართი - თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ოთახი N116, დილის 11 საათიდან -17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.
საღამოს სკოლაში მოსწავლეები ჩაირიცხებიან გასაუბრებით/ტესტირებით, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებმაც:
გასაუბრება/ტესტირება ჩატარდება 2020 წლის 11 სექტემბერს, 11 საათზე. მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი, N49.
სასწავლო წელი დაიწყება 2020 წლის 21 სექტემბერს და დასრულდება 2021 წლის 21 ივნისს.
სწავლა დაიწყება - 15:30 საათზე და დასრულდება - 18.00 საათზე.
არდადეგები ემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს.
მათემატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს. დღეში სამი აკადემიური გაკვეთილი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ.
კვირეული დატვირთვა 9 საათი;
სასწავლო წლის კალენდარი, გაკვეთილების განრიგი და ქრონომეტრაჟი ერთნაირი იქნება, როგორც სკოლაში (საკლასო ოთახში), ასევე ონლაინ, დისტანციურად განხორციელებულ პროექტში.
მსურველების არსებობის შემთხვევაში, სკოლა განიხილავს შესაძლებლობას, ჯგუფი გახსნას პირველ ცვლაშიც, იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც ზოგად განათლებას სკოლებში იღებენ მე-2 ცვლაში.
საღამოს სკოლის მოსწავლემ, რომელსაც სურვილი ექნება სწავლა გააგრძელოს კომაროვის სკოლის შესაბამის კლასში, ისევე როგორც სხვა მსურველებმა, უნდა ჩააბარონ სკოლაში მისაღები გამოცდები.
თბილისში - მათემატიკის სრული კურსის ღირებულება შეადგენს: იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობდნენ 2019-2020 სასწავლო წელს ან შაბათის ან საღამოს სკოლაში -1000 ლარს, დანარჩენებისათვის-1200 ლარს.
ონლაინ საღამოს სკოლის სრული კურსის ღირებულება შეადგენს: იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობდნენ 2019-2020 სასწავლო წელს ან შაბათის ან საღამოს სკოლაში -1000 ლარს, დანარჩენებისათვის-1200 ლარს.
მშობლის მიერ მათემატიკის კურსის თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:
ფიზიკის კურსის ღირებულება: კვირაში 4 გაკვეთილის შემთხვევაში- 560 ლარი, კვირაში 3 გაკვეთილის შემთხვევაში- 420 ლარი.
სკოლის გადაწყვეტილებით, საღამოს სკოლა შეიძლება განხორციელდეს რეგიონებშიც. რეგიონების მოსწავლეების პროექტში სწავლის, ღირებულებისა და განრიგის პირობები განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ.
მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის ანგარიშზე:
სს „საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალი.
ბანკის კოდი BAGAGE22.
მიმღები: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
ანგარიშის N: GE93BG0000000264170100. დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში) გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 2392157.
577388322 ვალერი ზატუაშვილი, საღამოს სკოლის სამსახურის უფროსი. ან მოგვწეროთ ელ. ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით: komarovisagamo@gmail.com, facebook/komarovi campus school (ინბოქსში).
კომაროვის სკოლა დატვირთულ და საინტერესო სასწავლო წელს გპირდებათ!
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!