STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.
პირველად საქართველოში საჯარო და კერძო სკოლების საბაზო საფეხურის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ 1 წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ STEM მიმართულებით და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა. მოსწავლე არ უნდა ირიცხებოდეს კომაროვის სკოლაში.
STEM სკოლაში ერთი თვის (4 სასწავლო დღის) სწავლის ღირებულება 100 ლარია. ტესტირების საფუძველზე შერჩეულ 60 საუკეთესო შედეგის მქონე რეგიონელ მოსწავლეს სწავლას და საგანმანათლებლო რესურსებს სრულად დაუფინანსებს საქართველოს ბანკი.
სასწავლო პროცესი წარიმართება სრულად დისტანციურად, შაბათობით.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ტექნოლოგიები (კომპიუტერული პროგრამირება), ინჟინერია (ელექტროინჟინერია, მიკროელექტრონიკა) და მათემატიკა (ლოგიკური აზროვნება, ალგორითმების შექმნა). შეისწავლიან პროგრამა Tinkercad - ის გამოყენებას, მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებასა და მისი სენსორების მართვას. მოსწავლეები სასწავლო კურსის ბოლოს შექმნიან STEM პროექტებს, რომელსაც შეარჩევენ წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან, საკუთარი ინტერესების მიხედვით.
სწავლა დაიწყო 18 მარტიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: stem@komarovi.edu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 39 93 13, 032 2 39 15 62
(სამუშაო საათები 11:00 – 17:00, შაბათ კვირის გარდა).
დამატებითი ინფორმაცია პროექტის დეტალების შესახებ იხილეთ დართულ ფაილში.