კომაროვის მათემატიკის ჩემპიონატი
კომაროვის მათემატიკის ჩემპიონატი განკუთვნილია კომაროვის სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის მიზანი მოსწავლეების მათემატიკის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა.
ჩემპიონატი იმართება 5 ლიგაში - მე-7, მე-8, მე-9 კლასებში, გრიგოლ წულაიას ლიგასა და სუპერლიგაში.
გრიგოლ წულაიას ლიგაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს, ხოლო სუპერლიგაში საორგანიზაციო საბჭოს მიერ შერჩეულ მოსწავლეებს.
თითოეული ლიგა მოიცავს 6 ტურს.
თითოეული ლიგის ექვსივე ტურში მოსწავლეებს ენიჭებათ ქულები.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ დიპლომები და პრიზები.
სრული ინფორმაცია ჩემპიონატის ჩატარების ფორმატზე, ქულის მინიჭებისა და გამოთვლის წესზე, ასევე გამარჯვებულების გამოვლენასა და ჯილდოებზეც, იხილეთ მათემატიკის ჩემპიონატის დებულებაში.
მათემატიკის ჩემპიონატი კომაროვის სკოლაში ტარდება 2020-2021 სასწავლო წლიდან.
გასული წლის გამარჯვებულების სია იხილეთ მიბმულ ფაილში.