"შაბათის სკოლის" მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადა

„შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადა კომაროვის სკოლაში რამდენიმე წელია რაც იმართება. მიზანი „შაბათის სკოლის“ მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციის ამაღლება, ტესტთან მუშაობისა და კონკურსში მონაწილეობის გამოცდილების შეძენა, ჯანსაღი კონკურენციის შექმნა და წახალისებაა.

ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება კომაროვის სკოლის „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მოსწავლეებს აქვთ.

ოლიმპიადა ორ ტურად იმართება. ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც, პირველი ტურის შედეგად  მოხვდებიან რეიტინგული სიის პირველ 100-ეულში და ყველა ის მოსწავლე, რომელიც გაიმეორებს რეიტინგული სიის მე-100 ნომრის შედეგს.

ოლიმპიადაში გამარჯვებული გამოვლინდება ფინალურ  ტურში მონაწილე მოსწავლეებიდან.

საუკეთესო შედეგების მქონე 60 მოსწავლე -  დაჯილდოვდება  ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით.

პირველ, მეორე  და მესამე  ადგილზე გასულ მოსწავლეებს  გადაეცემათ ფასიანი პრიზები.

ოლიმპიადის ჩატარების წესებსა და გამარჯვებულების გამოვლენის პრინციპზე დამატებითი დეტალები იხილეთ „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის დებულებაში.

ზემოთ