1. კლუბის მიზანია მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენის ხელშეწყობა, მოსწავლეთა ზოგადი განათლების გაღრმავება და ინტელექტუალური რესურსის რეალიზაციის უნარების განვითარება.


2. კლუბის ფუნქციებია:


ა) მოსწავლეებში ინტელექტუალური აქტივობების პოპულარიზაცია;

ბ) ინტელექტუალური თამაშებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;

გ) მოსწავლეებში სხვადასხვა დისციპლინებისადმი ინტერესის ზრდისა და ზოგადი განათლების გაღრმავების ხელშეწყობა;

დ) სხვადასხვა ფორმატის ინტელექტუალური აქტივობების (თამაშების, ვიქტორინების, ჩემპიონატების) მოწყობა;

ე) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.

ზემოთ