Research Club არის კომაროვის კლუბი, რომელიც მიზნად ისახავს, კომაროვის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან თემებსა და საჭიროებებზე მონაცემების შეგროვებას და მათ ანალიზს.
კლუბის მიზნები:
კომაროველების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლა;
მოსწავლეების სასკოლო აქტივობებში ჩართვა და მათ შორის კომუნიკაციების გაუმჯობესება;
მოსწავლეებში გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარების განვითარება;
სტატისტიკის წარმოება, მოსწავლეების ინტერესების გამოკვეთის მიზნით;
კვლევის შედეგების სკოლისთვის გაზიარება და გაცნობა;
კლუბის ფუნქციები:
კვლევის შედეგების ანალიზი;
რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება მოსწავლეების მოსაზრებების გათვალისწინებით;
შედეგების სტატისტიკური ასახვა;
შეგროვებული მონაცემების და შედეგების გასაჯაროება;
კლუბის ლიდერები: კესო პეტრიაშვილი, ნინო ბუაძე, ანა მახარაძე, ლიზი ჩხეიძე;
კლუბის წევრობა:
კლუბი შედგება ორგანიზატორებისა და წევრებისგან;
კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ ორგანიზატორები, კლუბისწევრებთან შეთანხმებით;
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერი კლასის წარმომადგენელს;
კლუბის ორგანიზატორები წევრებთან ერთად გეგმავენ საკვლევ თემებსა და აქტივობებს დაეხმარებიან მოსწავლეებს კვლევის წარმატებულად წარმართვაში;
კლუბის წევრები გაუძღვებიან საკუთარ კვლევებს, გააანალიზებენ და შეაჯამებენ მიღებულ შედეგებსდა ამ შედეგებს გაუზიარებენ ორგანიზატორებსა და სკოლელებს;
კლუბის წევრებს ექნებათ განსაზღვრული დრო, რათა ჩაატარონ კვლევები;
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ხელს შეუშლის კვლევის პროცესს და/ან სხვა წევრების მუშაობას, ორგანიზაროტები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რაც შესაძლოა კლუბიდან გარიცხვის საფუძველიგახდეს.