1. კლუბი შედგება ხელმძღვანელისგან და წევრებისგან.

2. კლუბის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. კლუბის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს განსაზღვრავს კლუბის ხელმძღვანელი.

4. კლუბის წევრი მონაწილეობს კლუბის აკადემიურ პროგრამაში.

5. კლუბის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს კლუბის ხელმძღვანელი.

6. კლუბის ხელმძღვანელი წევრებთან შეთანხმებით გეგმავს კლუბის აქტივობებს, მონაწილეობს აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობს ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევა კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

7. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

8. ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგნეს კლუბის სამოქმედო გეგმას.

ზემოთ