კომაროვის "შაბათის სკოლაში"

 მოსწავლეების რეგისტრაცია 5  აგვისტოს დაიწყება

 

კომაროვის სკოლის გუნდი მათემატიკით დაინტერესებულ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის, მოსწალეებს სთავაზობს 2022-23  სასწავლო წლის შაბათის სკოლის პროგრამას.

 

·       პროგრამა მოიცავს 3 მოდულს;

·       პროგრამის ფარგლებში ერთ მოდულში ჩატარდება 12 მეცადინეობა;

·       პირველი მოდულის დასაწყისში და სამივე მოდულის ბოლოს ჩატარდება წერები.

·       სპეციალური პლატფორმის მეშვეობით გააქტიურდება მშობელთან კომუნიკაცია.

·       მეორე და მესამე მოდულის განმავლობაში ჩატარდება გუნდური შეჯიბრები.

·       მოსწავლეებს მიეწოდება სასწავლო მასალები.


პროექტში რეგისტრაცია


რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:


პირველი ეტაპი -  3 და 4  აგვისტო (მხოლოდ პროექტის 2021-2022 სასწავლო წლის მონაწილეთათვის და მათი და-ძმებისთვის)

 

3 და 4 აგვისტოს ასევე შესაძლებელი იქნება მეილების გააქტიურება სისტემაში ან/და შარშან გააქტიურებული მეილის პაროლის აღდგენა, თუ დაგავიწყდათ.

 

მეორე ეტაპი -  5  აგვისტოს 11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია)

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, შაბათის სკოლის სარეგისტრაციო გუნდის დახმარებით

ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი  შეგიძლიათ იხილოთ აქ.


რეგისტრაციის პირველ ეტაპზე ( 3  და 4  აგვისტო):

  • მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს 2021-22  სასწავლო წლის მესამე მოდული, შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ მობილობა (სხვა ჯგუფში გადასვლა),  როგორც ონლაინ (reg.komarovi.edu.ge), ასევე ადგილზე რეგისტრატორების დახმარებით (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, კომაროვის სკოლა). 

  • 3 და 4  აგვისტოს ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მოსწავლეთა და-ძმების, რომლებმაც 2021-2022  სასწავლო წელს დაასრულეს პროექტის მე-3 მოდული. 3 და 4 აგვისტოს, და-ძმების რეგისტრაცია იწარმოებს მხოლოდ ადგილზე, კომაროვის სკოლაში.

  • ცხადია, და-ძმების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 4  აგვისტოს მერეც. 5  აგვისტოდან როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.

  • 3 აგვისტოდან თითოეულ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს მეილი, ან თუ შარშან არის მეილი გააქტიურებული და დაავიწყდა პაროლი, აღადგინოს პაროლი.

  • კიდევ ერთხელ გავიმეორებთ,  3 და 4 აგვისტოს ახალი მოსწავლის რეგისტრაცია არ განხორციელდება, შესაძლებელი იქნება:

  • ა) ძველი მოსწავლეების მობილობა;

  • ბ) მეილის გააქტიურება;

  • გ) პაროლის აღდგენა (თუ დაგავიწყდათ)

  • დ) ძველი მოსწავლეების და-ძმების რეგისტრაცია (3 და 4 აგვისტოს ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე).


·       პირველი ეტაპის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება, ასევე რეგისტრაციის მე-2 ეტაპზეც.

·       შაბათის სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებს, ნებისმიერ შემთხვევაში, განახორციელებენ თუ არა მობილობას, გაააქტიურებენ თუ არა სისტემაში მოსწავლეს, პირველი მოდულის საფასურის არგადახდის შემთხვევაშიც, ადგილები ენახებათ 5 სექტემბრამდე.


რეგისტრაციის მეორე ეტაპი -  5 აგვისტო,  11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია)

ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს 2022-2023 სასწავლო წელს ისწავლოს პროექტის შესაბამის კლასში, მათ შორის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც რეგისტრაცია ვერ გაიარეს პირველ ეტაპზე.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.

ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით  ბმულზე: reg.komarovi.edu.ge

ონლაინ რეგისტრაციის სისტემა არ იმუშავებს 00 საათიდან 08 საათამდე (დილა).

ადგილზე რეგისტრაციია შესაძლებელი იქნება ყოველდღე, 11:00-დან - 17:00 საათამდე, შაბათ-კვირისგარდა.

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, კომაროვის სკოლა, ოთახი N119

ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399313, 2399316, 2391562; ან მოგვწეროთ komarovishabati@gmail.com, ან facebook/komarovi199 (ე.წ. ინბოქსში).

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.


სკოლის ანგარიში: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიშის ნომერი: 760867499

ზემოთ