კომაროვის სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში რეგისტრაცია დაიწყო.

სსიპ ვლადიმირ კოამროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაწყო.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ადგილზე, სკოლაში, ასევე ონლაინ.


ონლაინ რეგისტრაციის მსურველებს რეგისტრაცია შეგიძლიათ დღეიდან - 15 აგვისტოსტომდე.

სკოლაში რეგისტრაციის მსურველებს, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა გექნებათ 22 ივლისიდან - 15 აგვისტომდე.

 

იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2020-21 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ.  მათ დაარეგისტრირებს სკოლა.

რეგისტრაციის პირობები:

ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

 

ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2020-21 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2020-21 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.

გ) ან პირადობის მოწმობის, ან  ID ბარათის,  ან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1  დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).


ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 22 ივლისიდან - 15 აგვისტომდე.

მისამართი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ოთახი N116;  11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

 

ადგილზე რეგისტრაციის პირობა:

მშობელი ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელსაც თან უნდა დაურთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2020-21 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2020-21 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.

გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1  დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე). 

 

ვიმეორებთ:

მოსწავლეები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წელს სწავლობდნენ  კომაროვის სკოლაში, არ გადიან რეგისტრაციას, ითვლებიან რეგისტრირებულებად,  შესაბამისად  არ საჭიროებენ მითითებული დოკუმენტების ატვირთვას ან წარმოდგენას.

 

მისაღები გამოცდის თარიღები:

მისაღები გამოცდის ჩატარების სავარაუდო თარიღები: 21-25 აგვისტოს შუალედში.

ზუსტი თარიღი გამოცხადდება არაუგვიანეს 15 აგვისტოს.

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

·       მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდის დღეს ირიცხებიან სხვა სკოლის მოსწავლეთა ბაზაში.

·       გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას  ის მოსწავლე, რომელიც 2020-21 სასწავლო წელს არ სწავლობდა კომაროვის სკოლაში და რომელსაც მათემატიკასა და ფიზიკაში  წლიური შეფასება ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში, გარდა უცხოური ენისა, ექნება 6 ან ნაკლები (ვიმეორებთ, მოსწავლეს, რომელიც 2020-21 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში და აბარებს მისაღებ გამოცდას, ნიშნებისა და დახასიათების წარმოდგენა არ სჭირდება)

·       გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას მოსწავლე, რომელსაც სკოლის მიერ წარმოდგენილი დახასიათებიდან არ გამოიკვეთება, რომ 2020-21 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.

·       მოსწავლემ, რომელმაც 2020-21 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.


გამოცდის ფორმატი და ტესტის შემადგენლობა:

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.

მე-9, მე-10, მე-11 კლასების მისაღები გამოცდის ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

ტესტის სტრუქტურა და გამოცდის ხანგძლივობა გამოცხადდება არაუგვიანეს 15 აგვისტოს.

 

                                           საკონკურსო პირობები

მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 34  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 34-ე შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 13  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-13 შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 18 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-18  შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 1  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით პირველი შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ:

ა) მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები.

ბ) სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2020-21 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 

 

მისაღები გამოცდების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ.

                                                    

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784