კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა!
- 19 ნოემბერი, 2026
კლუბები კომაროვის არაფორმალური განათლების მნიშვნელოვანი სივრცეებია, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, განივითარონ უნარები და ახალი გამოცდილება მიიღონ.
კომაროვში 23 კლუბი ფუნქციონირებს. სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებასა და მათ ხელმისაწვდომობაზე.
გამოფენის ფარგლებში კლუბების წევრებმა დამთვალიერებლებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს, გამოცდილება გაუზიარეს და მათი ინტერესების გათვალისწინებით, სასურველი კლუბის შერჩევაში დაეხმარნენ.
გვჯერა, რომ მოსწავლის განვითარებაზე კომპლექსური მუშაობა ხელს უწყობს იმ ცოდნის, უნარებისა და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას, რომლებიც მნიშვნელოვანია მისი სრულფასოვანი განვითარებისა და წარმატებული მომავლისათვის
