კომაროვის გუნდმა ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა!

სკოლის გუნდმა შეაჯამა გასული წლის შედეგები და ახალი სასწავლო წლის განვითარების პრიორიტეტები განსაზღვრა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სასწავლო პროცესის განვითარება და სასწავლო გეგმის განახლება იყო.

ახალი მიდგომები მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას ემსახურება.

კომაროვის ხედვა მხოლოდ მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევით არ შემოიფარგლება -სკოლის მიზანია, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, განვითარების და რეალიზების სივრცე.

კომაროვის გუნდი ახალი სასწავლო წლისთვის მზად არის -ახალი მიზნებით, ერთიანი ხედვით და განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით, რათა თითოეულმა ახალმა სასწავლო წელმა მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შექმნას!


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784