კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო!
- 08 ივლისი, 2026
რეგისტრაცია
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე სკოლაში (ადგილზე).
ონლაინ რეგისტრაცია
- პერიოდი: 9 ივლისი – 20 ივლისი (ჩათვლით)
- რეგისტრაცია დასრულდება: 20 ივლისს, 18:00 საათზე.
სკოლაში ადგილზე რეგისტრაცია
- პერიოდი: 9 ივლისი – 20 ივლისი (ჩათვლით)
- რეგისტრაცია დასრულდება: 20 ივლისს, 17:00 საათზე.
შეგახსენებთ: რეგისტრაცია აუცილებელია იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც საღამოს სკოლაში სწავლობდნენ.
საკონტაქტო ინფორმაცია
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: 593332103
ელ. ფოსტა: gamocdebi@komarovi.edu.ge
მისაღები გამოცდის ჩატარების ადგილი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა. ადმინისტრაციის შენობა.
გამოცდის ფორმატი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა
მე-8 კლასში
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-8 კლასში მისაღები მათმატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი;
- პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
- ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია, თუ რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში. ტესტში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.
- პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
- მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
- ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მისაღები გამოცდის ნიმუშები და პროგრამები
მისაღები გამოცდის ნიმუშების და საგამოცდო პროგრამების სანახავად გადადით ბმულზე:
https://komarovi.edu.ge/ge/Admissionssamples
მისაღები გამოცდის ჩატარების თარიღი:
23 ივლისი - მე-8 კლასში მისაღები გამოცდა
რეგისტრაცია დაიწყება 08:00 სთ-ზე. მისაღები გამოცდა დაიწყება 09:00 სთ-ზე.
24 ივლისი - მე-9, მე-10, მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა
რეგისტრაცია დაიწყება 08:00 სთ-ზე. მისაღები გამოცდა დაიწყება 09:00 სთ-ზე.
მისაღები ადგილების რაოდენობა:
მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 14 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-14 შედეგის მქონე მოსწავლეს.
მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 2 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-2 შედეგის მქონე მოსწავლეს.
მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნებაიგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-5 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 9 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნებაიგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-9 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
გაითვალისწინეთ:
მოსწავლეს გამოცდაზე წარმოსადგენი ექნება მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან ID ბარათი, ან პასპორტი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი).
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/i721YoWwPhKqTVrWA
ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების დასკანერებული ვერსია:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2025-26 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა:
„2025-26 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან ID ბარათის, ან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან რომელიმე ერთი დოკუმენტი, რომელიც, მოსწავლემ ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე (დაბადების მოწმობა არ იგულისხმება)).
ადგილზე რეგისტრაცია
რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 9 ივლისიდან - 20 ივლისის ჩათვლით 11:00-17:00 საათებში (რეგისტრაცია შეწყდება 20 ივლისს 17:00 საათზე).
მისამართი:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ადმინისტრაციის შენობა.
ადგილზე რეგისტრაციის პირობა
მშობელი ადგილზე ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელსაც თან უნდა დაურთოს:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2025-26 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა:
„2025-26 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან რომელიმე ერთი დოკუმენტი, რომელიც, მოსწავლემ ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე (დაბადების მოწმობა არ იგულისხმება)).
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება არ აქვს
· მოსწავლეს (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2025-26 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომლის წლიური ქულაც მათემატიკასა და ფიზიკაში არის 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში 5.
· მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2025-26 სასწავლო წელს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
· მოსწავლეს, რომელმაც 2025–2026 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
