გაცნობებთ, რომ "შაბათის სკოლის" მე-6 კლასის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერების საბოლოო შედეგები ცნობილია!
- 08 ივლისი, 2026
გაცნობებთ, რომ "შაბათის სკოლის" მე-6 კლასის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერების საბოლოო შედეგები ცნობილია!
აპელაციის განხილვის შემდეგ შეიცვალა ერთი შედეგი. საუკეთესო 50 შედეგი უცვლელი დარჩა.
შემაჯამებელი წერების შედეგების მიხედვით, კომაროვის სკოლის მე-7 კლასში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც შემაჯამებელ წერაზე მიიღეს 40,9 ქულა ან მეტი.
შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 18 ივლისს ჩატარდება.
მისაღები გამოცდის შედეგად სკოლაში ჩაირიცხება საუკეთესო შედეგის მქონე 125 მოსწავლე. ასევე, ჩაირიცხება ის მოსწავლეც, რომლის ქულაც დაემთხვევა რეიტინგით 125-ე ადგილზე მყოფი მოსწავლის შედეგს.
გისურვებთ წარმატებებს!
