30 ნოემბერს, კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

ღონისძიებაზე ყურადღება ანალიტიკური აზროვნების, შემეცნებითი ინტერესისა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე გამახვილდა.


კომაროვის ,,შაბათის სკოლისთვის’’ სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები, ინტერაქციული სწავლების ფორმატი და პროფესიონალი პედაგოგების შრომა, ქმნის ისეთ საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც თითოეულ მოსწავლეს აძლევს თავდაჯერებულობას და შემეცნების სურვილს.


2024-2025 სასწავლო წლის ,,შაბათის’’ სკოლის მე-5 კლასის ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დიპლომები, ხოლო I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი პრიზებიც გადაეცათ.

გამარჯვებულები იხილეთ ბმულზე:

https://tinyurl.com/4jf8rfah

კომაროვის სკოლა თითოეულ პედაგოგს უხდის მადლობას გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს უსურვებს სამომავლო წარმატებებს!


ზემოთ