კომაროვის ონლაინ სკოლა
- 03 სექტემბერი, 2025
კომაროვის სკოლა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „კომაროვის ონლაინ სკოლა“
კომაროვის ონლაინ სკოლა საშუალებას გაძლევს დაზოგო დრო და სახლიდან გაუსვლელად მიიღო ხარისხიანი განათლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროგრამის (არა ფიზიკა-მათემატიკური) შესაბამისად
· შეიყვარო ფიზიკა და მათემატიკა კომაროვის პროფესიონალი გუნდის დახმარებით
· აირჩიო შენზე მორგებული გრაფიკი
· მშობლებს მიეწოდებათ დეტალური უკუკავშირი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით
· მიიღო საბაზისო ცოდნა და მიღებული გამოცდილება გამოიყენო დამოუკიდებლი განვითარებისთვის
· იყო თავდაჯერებული და თამამად დაგეგმო შენი მომავალი
· შეგიძლია აირჩიო მხოლოდ ფიზიკის ან მათემატიკის კურსი (ან ორივე ერთად)
· იყავი გამორჩეული და მოიპოვე საქართველოს ბანკის დაფინანსება (დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია მე-2 ტრიმესტრიდან, ჩატარებული შემაჯამებელი წერების საფუძველზე. დაფინანსებული მოსწავლეების რაოდენობა და დაფინანსების კრიტერიუმები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.)
· სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებ სერტიფიკატს
ინფორმაცია რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის შესახებ
როგორ უნდა გაიარო რეგისტრაცია?
კომაროვის ონლაინ სკოლაში მოხვედრას შეძლებ:
· თუ ხარ მე-7, მე-8 ან მე-9 კლასის მოსაწვლე და დაინტერესებული ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან ორივე საგნის შესწავლით.
· თუ ხარ მე-10 ან მე-11 კლასელი და დაინტერესებული ხარ ფიზიკის აბიტურით (სრული სააბიტურიენტო კურსით)
· იმყოფები ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა კარგად იცი ქართული ენა
ონლაინ რეგისტრაციის გავლიდან 3-5 დღეში გამოგეგზავნებათ საფასურის გადახდის შესახებ დეტალები, გადახდის მაქსიმალური ვადის მითითებით.
როგორია სასწავლო პროცესი?
· კომაროვის ონლაინ სკოლაში სასწავლო პროცესი სამ ტრიმესტრად იყოფა, თითოეული ტრიმესტრი 12 კვირა გრძელდება, შეიცავს 24 სასწავლო დღეს (ფიზიკა 48 გაკვეთილი, ფიზიკის პრეაბიტური 72 გაკვეთილი, მათემატიკა 72 გაკვეთილი)
· პროექტში სწავლა იწყება 1 ოქტომბრიდან
· გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, საიდანაც აირჩევ შენთვის მისაღებ დროს
· ყოველ ტრიმესტრში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ორი სადიაგნოსტიკო შეფასება, რომელთა შედეგების ანალიზით გაიზომება მოსწავლის აკადემიური მოსწრება
· მშობლებს მიეწოდებათ დეტალური უკუკავშირი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით
· შესაბამისი კურსის არჩევის შემთხვევაში მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შემოთავაზებული განრიგიდან ერთ - ერთი (ჯგუფების შევსების შემთხვევაში შესაძლოა განრიგში დაემატოს განსხვავებული შესაძლებლობებიც):
სწავლის საფასური:
· მე-7; მე-8; მე-9 კლასის ფიზიკის კურსის ერთი ტრიმესტრის-12 კვირის (24 სასწავლო დღე, 48 გაკვეთილი) საფასური შეადგენს 480 ლარს
· ფიზიკის პრეაბიტური კურსის ერთი ტრიმესტრის-12 კვირის (24 სასწავლო დღე, 72 გაკვეთილი) საფასური შეადგენს 720 ლარს
· მე-7; მე-8; მე-9 კლასის მათემატიკის კურსის ერთი ტრიმესტრის 12 კვირის (24 სასწავლო დღე, 72 გაკვეთილი) საფასური შეადგენს 720 ლარს
· საქართველოს ბანკის დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია მე-2 ტრიმესტრიდან, ჩატარებული შემაჯამებელი წერების საფუძველზე. დაფინანსებული მოსწავლეების რაოდენობა და დაფინანსების კრიტერიუმები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.
ფიზიკა:
VII კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი)
VIII კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი)
IX კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი)
პრეაბიტური. ორშაბათი-ხუთშაბათი: 19.20-21:35 (შესვენება 5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 19.20-21:35 (შესვენება 5 წუთი)
მათემატიკა:
VII კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 15.30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 17.50-20:00 (შესვენება 5-5 წუთი)
VIII კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 17.50-20:00 (შესვენება 5-5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 15:30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი)
IX კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 15:30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი)
სამშაბათი-პარასკევი: 17.40-20:00 (შესვენება 5-5 წუთი)
გაკვეთილები ტარდება Google Meet პლატფორმის გამოყენებით
რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ფოსტაზე Online.School@komarovi.edu.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558964060
558968030