მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო!
- 03 ივლისი, 2025
კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო!
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე, ადგილზე - სკოლაში.
ონლაინ რეგისტრაციის მსურველებს რეგისტრაცია შეგიძლიათ 03 ივლისიდან - 18 ივლისის ჩათვლით (რეგისტრაცია შეწყდება 18 ივლისს, 18:00 საათზე).
სკოლაში რეგისტრაციის მსურველებს, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა გექნებათ 4 ივლისიდან - 18 ივლისის ჩათვლით (რეგისტრაცია შეწყდება 18 ივლისს 17:00 საათზე).
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 2-396-796 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: gamocdebi@komarovi.edu.ge
მისაღები გამოცდის ჩატარების ადგილი:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
გამოცდის ფორმატი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-8 კლასში მისაღები მათმატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი;
პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში. ტესტში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.
პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მისაღები გამოცდის ნიმუშების და საგამოცდო პროგრამების სანახავად გადადით ბმულზე:
https://komarovi.edu.ge/ge/Admissionssamples
მისაღები გამოცდის ჩატარების თარიღი: 22 ივლისიდან - 25 ივლისის პერიოდში. ზუსტი თარიღი და დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 14 ივლისისა;
ინფორმაცია მისაღები ადგილების რაოდენობისა და საკონკურსო პირობების შესახებ გამოცხადდება
არაუგვიანეს 14 ივლისისა.
ადგილი: კომაროვის სკოლა (თბილისი ვაჟა-ფშაველას N49)
იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024 – 25 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში ან კომაროვის სკოლის პროექტში ,,საღამოს სკოლა“ საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ, მათ დაარეგისტრირებს სკოლა. გაითვალისწინეთ „საღამოს სკოლის“ მოსწავლეს გამოცდაზე წარმოსადგენი ექნება მხოლოდ მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან ID ბარათი, ან პასპორტი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი).
რეგისტრაციის პირობები:
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/aXLFv3emoUZFysG67
ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების
სკანირებული ვერსია:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2024-25 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2024-25 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან ID ბარათის, ან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან რომელიმე ერთი დოკუმენტი, რომელიც, მოსწავლემ ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე (დაბადების მოწმობა არ იგულისხმება)).
ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:
რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 04 ივლისიდან - 18 ივლისის ჩათვლით 11:00-17:00 საათებში (რეგისტრაცია შეწყდება 18 ივლისს 17:00 საათზე).
მისამართი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ოთახი N119;
ადგილზე რეგისტრაციის პირობა:
მშობელი ადგილზე ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელსაც თან უნდა დაურთოს:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2024-25 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2024-25 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან რომელიმე ერთი დოკუმენტი, რომელიც, მოსწავლემ ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე (დაბადების მოწმობა არ იგულისხმება)).
ვიმეორებთ:
მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, ან დაასრულეს ,,საღამოს სკოლის” შესაბამისი კლასი, არ გადიან რეგისტრაციას, ითვლებიან რეგისტრირებულებად, შესაბამისად არ საჭიროებენ მითითებული დოკუმენტების ატვირთვას ან წარმოდგენას.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან
სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა) უნდა წარმოადგინონ მხოლოდ მისაღებ გამოცდაზე.
(იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ ექნება ( ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან
სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა)
სკოლის საგამოცდო გუნდი იტოვებს უფლებას გადაუღოს ფოტო, შემდგომი იდენტიფიცირებისთვის.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება არ აქვს:
მოსწავლეს (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2024-25 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომლის წლიური ქულაც მათემატიკასა და ფიზიკაში არის 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში 5.
მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2024-25 სასწავლო წელს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
მოსწავლეს, რომელმაც 2024–2025 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.
მოსწავლეს, რომელმაც სხვადასხვა დროს ორჯერ ვერ დაძლია კომაროვის სკოლის კლასიდან კლასში გადასვლის ბარიერი.
გაითვალისწინეთ:
მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2024-25 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2024-2025 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელის წლიური ქულა მათემატიკასა და ფიზიკაში იქნება იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში 5.
მოსწავლემ, რომელმაც 2024–2025 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში არ მიიღება
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე, რომელმაც სხვადასხვა დროს ორჯერ ვერ დაძლია კომაროვის სკოლის კლასიდან კლასში გადასვლის ბარიერი.
სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდების ტესტების სანახავად გადადით ბმულზე:
ინფორმაცია მისაღები ადგილების რაოდენობისა და საკონკურსო პირობების შესახებ გამოცხადდება
არაუგვიანეს 14 ივლისისა.
მისაღები გამოცდის ზუსტი თარიღი და დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 14 ივლისისა;
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!