„შაბათის სკოლის“ მე-5 და მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური
- 08 მაისი, 2025
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, შეგახსენებთ, რომ 12 მაისს კომაროვის სკოლაში „შაბათის სკოლის“ მე-5 და მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართება.
ოლიმპიადა დაიწყება 11:00 საათზე, რეგისტრაცია (ადგილზე) დაიწყება 10:30 საათიდან.
მე-5 კლასის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობას მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ მე-5 კლასის ოლიმპიადის პირველ ტურში, დააგროვეს 14 ან მეტი ქულა და შედეგებით მოხვდნენ ასეულში ან გაიმეორეს მეასე მოსწავლის შედეგი (120 მოსწავლე).
მე-6 კლასის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობას მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ მე-6 კლასის ოლიმპიადის პირველ ტურში, დააგროვეს 13 ან მეტი ქულა და შედეგებით მოხვდნენ ასეულში ან გაიმეორეს მეასე მოსწავლის შედეგი (111 მოსწავლე).
ფინალურ ტურში მოსწავლეებს მიეცემათ დახურულბოლოიანი ტესტი, რომელშიც იქნება 25 ამოცანა. სამუშაო დრო -2,5 საათი.
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს რვეული შავი სამუშაოსთვის და საწერი კალამი. სასურველია, იქონიოს წყალი ( ერთჯერადი ბოთლით ).
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!