მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა VII საერთაშორისო ტურნირზე კომაროვის სკოლის მასწავლებლებისა და წრის ხელმძღვანელების წარმატება

კომაროვის სკოლის პედაგოგებმა და წრის ხელმძღვანელებმა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა VII საერთაშორისო ოლიმპიადაზე (impact 2025) ოქროს  6,   ვერცხლის  5   და ბრინჯაოს 1 მედალი მოიპოვეს.

გუნდურ შეჯიბრში კომაროვის სკოლის გუნდი პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

ოლიმპიადა  ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკური ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა,  რომელშიც მონაწილეობა 30-მდე სკოლის 400-ზე მეტმა პედაგოგმა და წრის ხელმძღვანელმა მიიღო.

 

სკოლის გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან:

·       ივანე თოფურია, ინფორმატიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ოქროს მედალი,  აბსოლუტური პირველი ადგილი და აბსოლუტური შედეგი (400 ქულა 400-დან);

·       ივანე კვიტაშვილი,  მათემატიკის პედაგოგი- ოქროს მედალი;

·       ლერი ბანცური,   მათემატიკის პედაგოგი- ოქროს  მედალი;

·       დაჩი ჭოტაშვილი, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ოქროს მედალი;

·       ლუკა თვალავაძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ოქროს მედალი;

·       გიორგი გრიგოლია, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ოქროს მედალი;

·       ვახტანგ კურცხალია, ფიზიკის პედაგოგი - ვერცხლის მედალი;

·       გიორგი ლომიძე, ფიზიკის პედაგოგი - ვერცხლის მედალი;

·       გიორგი კეკენაძე, მათემატიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ვერცხლის მედალი;

·       თორნიკე ცაძიკიძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ვერცხლის მედალი;

·       გიორგი ჩხიკვაძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ვერცხლის მედალი;

·       ნიკოლოზ მალცევი, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ბრინჯაოს მედალი.

შედეგები შეგიძლიათ იხილოთ: https://impact.izho.kz/rezultaty-2025/

კომაროვის სკოლა ულოცავს პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!

 


ზემოთ