1. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომაროვის მოსწავლეებს სკოლის პროგრამის მარტივად ათვისებაში და გააზრებაში, დავაინტერესოთ ბავშვები ფიზიკით. ჩვენ დავეხმარებით მათ გამოავლინონ თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმი. გამოვუმუშავებთ საჭირო უნარ-ჩვევებს ამ საგნის ადვილად ასათვისებლად.


2. კლუბის ფუნქციებია:


ა) მოსწავლეებისთვის ინფორმაციის განსხვავებული და ორიგინალური ფორმით მიწოდება; მათი ამ დისციპლინისადმი დაინტერესების გაზრდა;


ბ) საინტერესო მეთოდების გაცნობა, ანალიტიკური აზროვნების გაძლიერება;

გ) მოსწავლეეების  სუსტი წერტილების აღმოფხვრა;

დ) სხვადასხვა ფორმატის აქტივობების (თამაშების, ვიქტორინების, ჩემპიონატების) მოწყობა;

ე) პროექტების ორგანიზება.


მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ინფორმაციას. დაიყოფიან ჯგუფებად,
მიეცემათ სახალისო დავალებები და პროექტის ბოლოს მოხდება განხილვა.

ზემოთ