1. კლუბის მიზანია მოსწავლეებისთვის მედიის საქმიანობის საფუძვლების გაცნობა და ჟურნალისტიკის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება, ასევე მოსწავლეების მედიის გონივრულ და კრიტიკულ მომხმარებლებად ჩამოყალიბება.

2. კლუბის ფუნქციებია:


ა) მოსწავლეებისთვის ჟურნალისტის პროფესიისა და მედიის საქმიანობის საფუძვლების გაცნობა;

ბ) მოსწავლეებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის დამახასიათებელი მხარეების გაცნობა, ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარება;

გ) მოსწავლეების წერითი, ანალიტიკური და პრეზენტატიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

დ) სურვილის შემთხვევაში სკოლის გაზეთის გამოცემა;

ე) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.

ზემოთ