1. კლუბი შედგება თავმჯდომარისგან, თანათავმჯდომარეებისგან, საპატიო წევრებისგან და წევრებისგან.

2. კლუბის საქმიანობას ხელმძღვანელობს და ზოგად კოორდინაციას უწევს თავმჯდომარე, ის ნიშნავს თანათავმჯდომარეებს და ანაწილებს ფუნქციებს მათ შორის.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.

4. კლუბის ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობა არ იზღუდება კლუბის წევრობით.

5. კლუბის წევრი:

ა) მონაწილეობს კლუბის საქმიანობის ორგანიზებაში;

ბ) მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

გ) მონაწილეობას იღებს კლუბის აკადემიური მიმართულების შემუშავებასა და განხორციელებაში;

დ) წარმოადგენს კლუბს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს კლუბის სპეციალურ დავალებებს.

6. კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე აქტიურად და წარმატებულად უნდა იყოს ჩართული კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში.

7. კლუბის წევრების მიღებამდე კლუბის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარეები უფლებამოსილი არიან კლუბის წევრებად მიიღონ ის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და დადასტურებული მაღალი აკადემიური მოსწრება, როგორც სკოლაში, ასევე კლუბის აქტივობების ტიპის ღონისძიებებში.

8. კლუბის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები და წევრები გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

9. კლუბი გარკვეული პერიოდულობით ატარებს სასკოლო ინტელექტუალურ ღონისძიებებს და ჩემპიონატებს.

10. კლუბის ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია სკოლის ყველა მოსწავლეს ღონისძიების ფორმატის შესაბამისად.

11. კლუბის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად არაა საჭირო კლუბში გაწევრიანება. ყოველი ღონისძიების ან ჩემპიონატის ჩატარებამდე კლუბი აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას.

12. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

13. კლუბის წევრთა მაქსიმალური სარეკომენდაციო რაოდენობაა 20.

14. კლუბს შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრები-კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება კლუბის საქმიანობის მიმართულებით. საპატიო წევრად ცნობაზე გადაწყვეტილებას იღებს კლუბი. საპატიო წევრები სარგებლობენ კლუბის წევრის უფლებებით და მონაწილეობენ კლუბის საქმიანობის განვითარებაში.

15. ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგნეს კლუბის სამოქმედო გეგმას.

ზემოთ