1. კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან და წევრებისგან.

2. კლუბის ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.

4. კლუბის წევრი:

ა) მონაწილეობს კლუბის საქმიანობის ორგანიზებაში, მის აკადემიურ პროგრამასა და ღონისძიებებში;

ბ) მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

გ) მონაწილეობას იღებს კლუბის აკადემიური მიმართულების შემუშავებასა და განხორციელებაში;

დ) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს კლუბის სპეციალურ დავალებებს.

5. კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე უნდა გამოირჩეოდეს ნიჭიერებით ხელოვნების რომელიმე მიმართულებით, მათ შორის სიმღერის, ცეკვის, ხატვისა და ფოტოგრაფიის.

6. კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

7. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

8. ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგნეს კლუბის სამოქმედო გეგმას.

ზემოთ