კლუბის წესდება:

 

1. კლუბი შედგება თავმჯდომარის, მარჯვენახელისა და წევრებისაგან.

2. კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ამტკიცებს თავმჯდომარე.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი ასაკის მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.

4. კლუბის აქტივობებში მონაწილეობის უფლება არ არის შეზღუდული მხოლოდ კლუბისა და სკოლის წევრებზე; კლუბის წევრებს შეუძლიათ მოიწვიონ გარე დახმარება ნებისმიერი სახით.

5. კლუბის წევრი უნდა მონაწილეობდეს კლუბის საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაში; მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და ასრულებდეს სპეციალურ დავალებებს.

6. კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

7. კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ ის ჩაიდენს შეუფერებელ საქციელს ან დაკარგავს სკოლის მოსწავლის სტატუსს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

8. სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგენს კლუბის სამოქმედო გეგმას.

 

ზემოთ