ინფორმაცია კომაროვის სკოლის 2024 წლის მისაღები გამოცდების და რეგისტრაციის შესახებ:
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში:
ონლაინ რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით.
ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია დაიწყო 24 ივნისს და გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით.
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 20 ივლისს.
გამოცდის ჩატარების ადგილი:
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ).
ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png
მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ტესტირებაზე ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება: 09:00 საათიდან
ტესტირება დაიწყება: 10:00-ზე
გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
ტესტის სტრუქტურა:
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
მე-7 კლასში მისაღები გამოცდით სკოლაში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე
125 მოსწავლე. აგრეთვე, ის მოსწავლე, რომლის ქულაც დაემთხვევა რეიტინგით
125-ე მოსწავლის შედეგს
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
დამატებითი ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ იხილეთ აქ
მისაღები გამოცდა მე-8, მე-9 , მე-10 და მე-11 კლასებში
მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ადგილზე -სკოლაში.
ონლაინ რეგისტრაციის მსურველებისათვის რეგისტრაცია დაიწყო - 29 ივნისიდან და გაგრძელდება - 20 ივლისის ჩათვლით(რეგისტრაცია შეწყდება 20 ივლისს, 18:00 საათზე).
სკოლაში (ადგილზე) რეგისტრაციის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო 1 ივლისიდან და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით (რეგისტრაცია შეწყდება 20 ივლისს 17:00 საათზე).
მისაღები გამოცდის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი:
მისაღები გამოცდა მე-8 კლასში ჩატარდება - 23 ივლისს
მისაღები გამოცდა მე-9, მე-10, მე-11 კლასებში ჩატარდება - 25 ივლისს.
გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო - 07: 30 საათიდან
გამოცდის დაწყები დრო - 08:30 საათზე
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკაში, მე-9, მე-10 და მე-11 კლასში ფიზიკასა და მათემატიკაში.
მე-12 კლასში მისაღები გამოცდა არ ჩატარდება!
გამოცდის ფორმატი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-8 კლასში მისაღებ მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.
პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.
ტესტში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის საგამოცდო ბილეთებში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.
პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილით ჩვენ საიტზე: https://bit.ly/3AFT1VZ
საკონკურსო პირობები:
მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.
მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-5 შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 16 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-16 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება
უარი ეთქვას მიღებაზე,
თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ
2023-24 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2023-24 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც
მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი
იქნება 7 ან ნაკლები,
ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.
მოსწავლემ, რომელმაც 2023-2024 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://rb.gy/2m65f
მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილით ჩვენ საიტზე: https://bit.ly/3AFT1VZ