მოაზროვნეთა ონლაინ კლუბი


1.     კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას და დაეხმაროს მოსწავლეებს ინტელქტის ამაღლებასა და ზოგადი ცოდნის გაღრმავებაში.


 

2.     კლუბის ფუნქციებია:

 

ა) ხელი შეუწყოს ინტელექტუალური აქტივობების პოპულარიზაციას დისტანციური სწავლების პირობებში;

ბ) დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ონლაინ ინტელექტუალური აქტივობები (რა? სად? როდის?, Brain Ring);

გ) განავითაროს ინტელექტუალური თამაშებისთვის საჭირო უნარები;

დ) შეუქმნას მოსწავლეებს წარმოდგენა ინტელქტუალური ტიპის აქტივობების ორგანიზების შესახებ.


3.     კლუბის სტრუქტურა და წესები:


1.     კლუბი შედგება თავჯდომარისგან და წევრებისგან;

2.     კლუბის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავჯდომარე და ანაწილებს ფუნქციებს წევრებს შორის;

3.     კლუბის წევრებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში;

4.     კლუბის წევრები ვალდებულნი არიან რეგულარულად დაესწრონ კლუბის შეკრებებს და უშუალო მონაწილეობა მიიღონ კლუბის საქმიანობაში.

 

 

 

 

 

ზემოთ