„Help Desk“ არის თანამედროვე კლუბი , სადაც კომაროვის სკოლის მე-10, მე-11 ან მე-12 კლასისმოსწავლეები ეხმარებიან და ასწავლიან სკოლის საგნებს მე-7, მე-8, მე-9 კლასელ კომაროველებსსრულიად უფასოდ. მათ მოხალისე მასწავლებელი დაეხმარებათ რომ გაიღრმავონ ინტერესიარჩეულ საგნებში და დაძლიონ სასკოლო მასალა. გაკვეთილებზე დასწრება, ამავდროულადდაეხმარება მოსწავლეებს რომ უკეთესი შედეგი დადონ სასკოლო გამოცდებზე ან ცენტრალიზებურწერებზე.
გაკვეთილები ტარდება: მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და ინგლისურში.
პროექტის ფუნქციებია:
1. მოხალისეობრივი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მხარეების გაცნობა;
2. ახალი უნარ-ჩვევების განვითარება;
3. ახალი უნიკალური გამოცდილების დაგროვება;
- დაბალ კლასელებისთვის დახმარების გაწევა, აკადემიური დასწრების ამაღლება, სასკოლოწერებისთვის დახმარების გაწევა და ინტერესის გაღვივება სხვადასხვა საგნებში.
- ახალი თანატოლების გაცნობა, საშუალო და საბაზისო დონის მოსწავლეების ერთმანეთთანდაახლოება.
- ნაყოფიერი და პროდუქტიული გაკვეთილების ჩატარება ონლაინ ,ხელსაყრელი ფორმატით.
კლუბის ლიდერები: ანა მახარაძე, ნინი მანაგაძე, დათო ბასიაშვილი.
კლუბის წევრობა:
- კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან, მოხალისე მასწავლებლებისგან და მონაწილეებისგან.
- კლუბს ხელმძღვანელობენ ორგანიზატორები, რომლებიც ირჩევენ მოხალისე მასწავლებლებს, თანაორგანიზატორებს და ანაწილებენ მოვალეობებს მათ შორის.
- მასწავლებელი ვალდებულია ჩაატაროს გაკვეთილები მის მიერ დანიშნულ დროსა და დღეს, (თუ ის ვერ ახერხებს ჩატარებას წინასწარ აუცილებლად უნდა გააფრთხილოსორგანიზატორთა გუნდის, რომელიმე წევრი და მოსწავლეები).
- მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კავშირი იქნება დამყარებული SLACK აპლიკაციისსაშუალებით. (თუ მოსწავლე ან მასწავლებელი ტექნიკური ხარვეზების მხრივ ვერ შეძლებს/გაუჭირდება რეგისტრაცია ან აპლიკაციის ხმარება, ორგანიზატორთა გუნდი ვალდებულია,რომ დაეხმაროს)
- კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბიდან, თუ ის მოიქცევა მიუღებლად კლუბის სხვაწევრის მიმართ.
კლუბის წევრი:
1.კლუბში მონაწილეობა შეუძლიათ VII-IX კლასელებს მოსწავლეების სახით;
2.კლუბის წევრობა შეუძლიათ X-XII კლასელებს მოხალისე მასწავლებლებად;
დამატებითი ინფორმაციისთვის (რეგისტრაციის ფორმა, გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალები) შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებგვერდზე.