კომაროვის "საღამოს სკოლაში" 2025-26 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

კომაროვის "საღამოს სკოლაში" 2025-26 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

 

საღამოს სკოლა იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში, შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ მათემატიკა კომაროვის სკოლის პროგრამით. საღამოს სკოლაში რეგისტრაცია შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს.

პროექტის ფარგლებში, მე-7, მე-8 და მე-9  კლასელებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამისი ფიზიკის გაძლიერებული კურსიც. ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.

 

საღამოს სკოლის სრულ აღწერილობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.



რეგისტრაცია

რეგისტრაცია განხორციელდება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში.

რეგისტრაციის ვადები 2 სექტემბრიდან 19  სექტემბრის ჩათვლით.

 

ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

 

ადგილზე რეგისტრაციის მსურველებს  შეუძლიათ  მობრძანდეთ სკოლაში, მისამართი - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N119, 11:00-დან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

 

საღამოს სკოლაში მოსწავლეები ჩაირიცხებიან ტესტირებით  ან გასაუბრებით, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებმაც:

·       მე-7 კლასში მისაღებ   წერაზე (  მე-7 კლასის მისაღები გამოცდა ან 2025  წლის შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა) მიიღეს 26 ქულა ან მეტი. 

·       მე-8 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც 2024-25 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში ან  2025  წლის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა 30 ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

·       მე-9 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც  2024-25 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში ან 2025 წლის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა  30  ქულა  ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

·       პრე-აბიტურის ან მე-10 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც სწავლობდა ან კომაროვის სკოლაში, ან საღამოს სკოლაში. სხვა მსურველებისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

 

 ტესტირება ჩატარდება 12 სექტემბერს 10:00 საათზე კომაროვის სკოლაში.

 

სასწავლო წლის კალენდარი და განრიგი

სასწავლო წელი დაიწყება 2025  წლის 22  სექტემბერს და დასრულდება 2026  წლის 22 ივნისს.

სწავლა დაიწყება 15:30 საათზე და დასრულდება 18:00 საათზე.

არდადეგები ემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს.

მათემატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს - თითოეულ დღეს ჩატარდება სამი აკადემიური გაკვეთილი.

გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია.

ყოველკვირეული დატვირთვა 9 აკადემიური საათია.

 ჯგუფში(პრე-აბიტურის გარდა) მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა-16.

 პრე-აბიტურის ჯგუფში მოსწავლეთა  რაოდენობა: 8-10.

სკოლაში მიღება :

საღამოს სკოლის მოსწავლეებისთვის, ცალკე, კომაროვის სკოლაში მისაღები კონკურსი არ ჩატარდება.

. საღამოს სკოლის მოსწავლეებმა, ისევე როგორც სხვა მსურველებმა, კომაროვის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად უნდა ჩააბარონ სკოლაში მისაღები გამოცდები .

 

სწავლის საფასური

მათემატიკის სრული კურსის  ღირებულება იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც 2024-2025  სასწავლო წელს სწავლობდნენ ან კომაროვის, ან შაბათის, ან საღამოს სკოლაში, შეადგენს 1800 ლარს, ყველა სხვა მოსწავლისთვის კი - 2000 ლარს.

პრე-აბიტურის სრული კურსის ღირებულება შეადგენს 2500 ლარს.

მშობლის მიერ მათემატიკის კურსის თანხის გადახდა ხდება ორ   ეტაპად:

·        პირველი ეტაპი:  არაუგვიანეს 2025  წლის 24  სექტემბრისა – სრული კურსის ნახევარი; 

·        მეორე ეტაპი:  არაუგვიანეს 2026   წლის 10 იანვრისა-მეორე ნახევარი.

·      

თუ საღამოს სკოლაში მათემატიკის პროგრამაზე სწავლობს 2 ან მეტი და-ძმა, ყოველ მომდევნო დედმამისშვილზე გადასახადი შეადგენს 1200 ლარს; ფიზიკის პროგრამაზე - 500 ლარს; 



ფიზიკის კურსი

ფიზიკის გაკვეთილები მე-7  კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება კვირაში ერთხელ სამი აკადემიური საათით, მე-8 და მე-9 კლასელებისთვის  კვირაში ორჯერ ორ-ორი აკადემიური საათით (ჯამში 4 აკადემიური საათი).



ფიზიკის კურსის ღირებულება მე-7 კლასელებისთვის-540 ლარი;

მე-8 და მე-9 კლასელებისთვის-720 ლარი.

 

მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის სახაზინო ნგარიშზე:

ანგარიშის ნომერი.  მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი TRESGE 22

სახაზინო კოდი (იგივეა, რაც ანგარიშის ნომერი შაბათის სკოლისთვის) 760867499

 ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში) გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი და კლასი.



საკონტაქტო ინფორმაცია

ინფორმაციისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11.00-დან 17.00 საათამდე შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399313; 2 396796; 568830450. 

ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით: komarovisagamosskola@gmail.com

Facebook: სკოლა პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School (ინბოქსში).



კომაროვის სკოლა აქტიურ და საინტერესო სასწავლო წელს გპირდებათ!

გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ