კომაროვის სკოლაში ევროპულ უნივერსიტეტებთან შეხვედრა გაიმართა

24 მარტს კომაროვის სკოლაში ევროპულ უნივერსიტეტებთან შეხვედრა გაიმართა.

სკოლას სხვადასხვა ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ეწვივნენ: Bocconi University (იტალია), IE University (ესპანეთი), Constructor University (გერმანია), Modul University (ავსტრია) და Trinity College Dublin (Ireland).

შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ამ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების, პროგრამებისა და ჩაბარების პირობების შესახებ.

ასევე, შეხვედრის განმავლობაში ისაუბრეს იმ სარგებელზე, რასაც უნივერსიტეტები სტუდენტებს სწავლისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით სთავაზობენ.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ კომაროვის სკოლის ეკოკლუბ „Young Roots“-ის წევრები.

 


ზემოთ