კომაროვის სკოლაში „რა?სად?როდის?“ შემოდგომა-ზამთრის სეზონი მოაზროვნეთა გამარჯვებით დასრულდა.

კომაროვის სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრის „რა?სად?როდის?“ შემოდგომა-ზამთრის სეზონი მოაზროვნეთა გამარჯვებით დასრულდა.

ფინალში თეკლა ჩიტიშვილის ექვსეულმა (გუნდის წევრები: ლუკა გოგელია, საბა ვერულაშვილი, ნოდარ ენდელაძე, ლაშა ვერულაშვილი, ილია გვილავა, თეკლა ჩიტიშვილი) გაიმარჯვა ანგარიშით 6:5, რითაც კომაროვის სკოლის საუკეთესო მოაზროვნეთა გუნდის სტატუსი მოიპოვეს.

მთლიანად სეზონმა წარმატებით ჩაიარა და არაერთი საინტერესო თამაში ჩატარდა.

ფინალურ თამაშს ელიტარული „რა?სად?როდის?“ წევრები სოსო ბერიკაშვილი და დემეტრე ქარდავა ესწრებოდნენ.

მოაზროვნეთა კლუბისა და დამსწრე საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილებით სეზონის საუკეთესო კაპიტნის სტატუსი თეკლა ჩიტიშვილმა მოიპოვა, ხოლო შემოდგომა-ზამთრის სეზონის საუკეთესო მოაზროვნე საბა ვერულაშვილი გახდა.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. მათ სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!

 


ზემოთ