კომაროვის სკოლაში, მეთორმეტე კლასელმა და ასტროფიკის კლუბის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა "ფიზიკა, მათემატიკა და კოსმოლოგია" თემაზე ლექცია ჩაატარა.


ლექცია განიხილავდა შემდეგ საკითხებს:

• როგორ ვითარდება მეცნიერება?

• რისკენ მიისწრაფის?

• როგორია დღევანდელი სამყაროს მოდელი?


ნიკოლოზის თქმით, ლექციის ჩატარების შთაგონება იყო მაქს პლანკის სადავო ციტატა: "მეცნიერული თეორიები იმიტომ კი არ იცვლება, რომ მეცნიერები აზრს იცვლიან, არამედ იმიტომ, რომ ძველი მეცნიერები იხოცებიან". სწორედ ამ ფრაზაზე იყო აგებული მისი დღევანდელი გამოსვლა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.


კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ნიკოლოზს და მის დამხმარე მოსწავლეებს (ნია თათრიშვილი, თომა დადიანი).

ზემოთ